კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევს, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, პირებს, როლმებიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან, უახლოეს პერიოდში მოუწოდებენ, რომ „დიდი ხნის განმავლობაში“ დარჩნენ სახლში.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 35-ს მიაღწია. ვირუსით დაინფიცირების დადასტურებულის შემთხვევების რიცხვი კი - 1 372-ია.