ტრამპმა გერმანულ ფარმაცევტულ კომპანიას ვაქცინის შესაქმნელად 1 $ მილიარდი დოლარი შესთავაზა

0
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტული კომპანიები გამალებულად ცდილობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებას- სწორედ იგივე მიზეზი გახდა დაპირისპირების საგანი ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელობას შორის. გერმანული გაზეთის, „WELT AM SONNTAG-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა გერმანულ ფარმაცეფტულ კომპანია „CUREVAC“-ს ვაქცინის დასამზადებლად 1 მილიარდი $ შესთავაზა იმ პირობით, რომ მისი გამოყენების ექსკლუზიური უფლება თავიდან მხოლოდ აშშ-ს ექნებოდა. გერმანულმა გამოცემამ აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მაღალჩინოსნების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა, რომელთაც დაადასტურეს რომ მსგავსი შეთავაზება მართლაც დაფიქსირდა ამერიკელთა მხრიდან. “გერმანია არ იყიდება“ - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგიის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გერმანიის პარლამენტის წევრმა ჯანმრთელობის კომიტეტიდან განაცხადა, რომ „ახლა რაც ხდება არის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის საკითხი და არა ეროვნული ინტერესი“
0