მიტროპოლიტი იოანე ზიარების წესზე

0
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულება სათაკილო არ არის, მაგრამ ქრისტიანებმა არ უნდა მოისმინონ რჩევები, რომლებიც "ღვთის მცნებას ეწინააღმდეგება". "თუკი სიფრთხილე უნდა დავიცვათ და რასაც გვთხოვენ ის უნდა შევასრულოთ, უნდა შევასრულოთ, სათაკილო არ არის. მაგრამ თუკი ღვთის მცნების საწინააღმდეგო რამეს გვეტყვის, რა თქმა უნდა, როგორც ქრისტიანებმა ის არც უნდა მოვისმინოთ, არათუ უნდა ვიმსჯელოთ. ზიარება ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის გონება ვერ მისწვდება და ადამიანის ენა ვერ გამოთქვამს", - ამბობს მიტროპოლიტი.
0