ავიაკომპანია Wizz Air 18 მარტიდან 3 აპრილამდე ყველა მიმართულებით აჩერებს ფრენებს, ქუთაისი-ბუდაპეშტი

0
ავიაკომპანია Wizz Air 18 მარტიდან 3 აპრილამდე ყველა მიმართულებით აჩერებს ფრენებს, ქუთაისი-ბუდაპეშტის გარდა. კომპანიის განმარტებით, სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%-ი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს იხდის ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისათვის.
0