პაატა იმნაძე: კორონავირუსის ე.წ. მეოთხეულ გადაცემაზე კვლევა მიმდინარეობს
30 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა უკვე დაფიქსირდა.

მისი თქმით, არის თუ არა ვირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემა, ამაზე კვლევა მიმდინარეობს.

"კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა ქვეყანაში უკვე ნამდვილად არის დაფიქსირებული. არის თუ არა ე.წ. მეოთხეული გადაცემა, ამაზე ღრმა კვლევა მიდის", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადება გამოუვლინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის სხვა შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანია ინფიცირებული.

#covid19 #stopcovid19 #georgia
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment