შევეცდებით, რომ განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით - მდინარაძე

0
უმრაველსობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ შეფერხდეს. "დამერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი გამოწვევა ვირუსთან დაკავშირებული, არ გახდეს შეფერხების მიზეზი საკონსტიტუციო განხილვების. ამიტომ, რაც კი შესაძლებელი იქნება, დაჩქარებულ რეჟიმში ჩავატარებთ, მათ შორის, საყოველთაო სახალხო გახილვებსაც. შევეცდებით, რომ ეს განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. მოგეხენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში უნდა გაკეთდეს, ამიტომ, არ გამოვრიცხავთ, სავარაუდოდ გეუბნებით, რომ ტელეხიდების ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით დავსხდეთ, მოვუყვეთ საზოგადოებას იმ ტექსტის, იმ ცვლილებების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში და ამ გზით დავაზღვიოთ, რომ საკონსტიტუციო განხილვებს არანაირი შეფერხება არ ჰქონდეს" - თქვა მდინარაძემ.
0