კორონავირუსის გამო იტალიაში მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს, რის გამოც მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან და ვერც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს სტუმრობენ. ვატიკანმა განაცხადა, რომ აღდგომის წინ ღვთისმსახურება ტაძრებში მრევლის გარეშე უნდა ჩატარებულიყო.
ლომბარდიელმა სასულიერო პირმა, ჯუზეპე კორბარიმ გამოსავალი იპოვა. მან თავის მრევლს მოუწოდა, რომ საკუთარი და ახლობლების ფოტოები გაეგზავნათ, რათა ღვთისმსახურების დროს ტაძარი ცარიელი არ ყოფილიყო.