საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან-აღნიშნული განცხადება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, მათ ექნებათ საშულება, მოსახლეობას ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ.
"საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ჩიქოვანმა.