ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე კახეთში 5 პირია დაკავებული.
სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია 10 შეკვრა ჰეროინი და 33 აბი მეტადონი.
გამოძიების ფარგლებში შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულებისგან შეისყიდეს ნარკოტიკულ ნივთიერებები და შესყიდვის პროცესი ფარული აუდიო-ვიდეო მასალით ასახეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრებათ.
#politics
#news