მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი რიტუალებისგან - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

0
მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებსა და ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, თავი შეიკავონ მასობრივი რიტუალებისგან - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივი რიტუალებისგან თავის შეიკავონ. ამის შესახებ მინისტრმა ტოროსიანმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა. "გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ ვიცი, როგორია ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების გადაწყვეტილება - აგრძელებენ, თუ შეწყვიტეს საკუთარი რიტუალები, მაგრამ მე მათ მინდა, შევახსენო, რომ სამხრეთ კორეასა და მეზობელ ირანში ახალი კორონავირუსის ინფექცია სწორედაც რელიგიური ცერემოენიების ფარგლებში გავრცელდა. ამიტომაც, მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებსა და ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, თავი შეიკავონ მასობრივი რიტუალებისგან, გააუქმონ ის იქამდე, სანამ ეპიდემიის საფრთხე არ აღიკვეთება. ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია, " - წერს ტოროსიანი.
0