ტიკარაძის განცხადებით, ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პირი უკვე იზოლირებულია

0
„ჩვენ უკვე კარგად დავინახეთ, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი და დიდი ეფექტი აქვს, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო გავამკაცროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იზოლირებულია ჩეხ ტურისტთან კონტაქტში მყოფი 30 პიროვნება და მიმდინაროებს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ეს პირი იზოლაციაში მოთავსდეს. მინისტრის განმარტებით, 30-დან სამ ადამიანს გამოხატული სიმპტომები აქვს. „ეს სამი ადამიანი არის თვითიზოლაციაში, მოხდება მათი გადამოყვანა თბილისში. ლუგარში მიმდინარეობს კვლევა და პასუხებს საღამოს მოგახსენებთ. კახეთში ის არ იმყოფებოდა, ამას არ ადასტურებს. ის იმყოფებოდა გუდაურში, მოწოდებული აქვს როგორც მანქანების ნომრები, რომლებითაც ის გადაადგილდებოდა, ასევე ყველა იმ ლოკაციის მისამართია, სადაც დრო გაატარა“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, ჩეხი ტურისტი საქართველოში დაინფიცირდა თუ ქვეყანაში უკვე ინფიცირებული შემოვიდა. „ჩვენ ვართ ინტენსიურ კონტაქტზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან, როგორც კი გვექნება პასუხი, ამასაც გავხდით საჯაროდ. როგორც გითხარით, 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული, კვლევა ჯერჯერობით გრძელდება, ეს რიცხვი არ არის დასრულებული“ , - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ჩეხ ტურისტს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.
0