შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშვებთან ერთად და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული-წულუკიანი

0
შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს. მინისტრი მოუწოდებს საზოგადოებას, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე იუსტიციის სახლებს სერვისის მისაღებად არ მიმართონ. "მიუხედავად ჩემი და საქართველოს მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის თანმხლები ბავშვებითაც. მინდა გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით თუ არ გაქვთ სერვისის მიღების გადაუდებელი აუცილებლობა. ყველას უნდა ესმოდეს, ჩვენ არ ვდგავართ ჩვეულებრივი გამოწვევის წინაშე. დაიცავით რიგებში ერთი მეტრის დისტანცია და ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც რიგის დაცვაზე შენიშვნას მოგცემენ, რადგანაც ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა", - აცხადებს თეა წულუკიანი.
0