საქართველოს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, სადაც მათ პირადი ჰიგიენის დაცვისკენ და იზოლაციისკენ მოუწოდებენ.
ტექსტი ლათინური შრიფტითაა დაწერილი, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია იმით, რომ ყველა მოქალაქეს ტელეფონში ქართული ენის მხარდაჭერა არ აქვს.
"დაიცავით პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან. განსაკუთრებული სიფრთხილე [მართებთ] მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია. საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას!", — წერია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.
P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#coronavirus
#politics