8 votes
0 comments
0 shares
Save
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
29 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 16 აპრილამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 16 აპრილამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. #covid199
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ავსტრალიაში „ადამიანის ბიოუსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა
ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ. ასეთი რამ ას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს-აღნიშნული განცხადება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა გააკეთა. ავსტრალიაში „ადამიანის ბიოუსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდგომარეობა ქვეყნის მთავრობას უფლებამოსილებას აძლევს ჩაკეტოს ქალაქები, დააწესოს კომენდანტის საათი და იძულებით გადაიყვანოს ადამიანები კარანტინში. რაც შეეხება ოფიციალურ რჩევას მოგზაურობისადმი, ქვეყანამ უპრეცედენტო „მეოთხე დონე“ გამოაცხადა, რომელიც კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს არ იმოგზაურონ. აკრძალულია ყველანაირი შეკრება, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანის თავყრილობას გულისხმობს. „ცხოვრება იცვლება ავსტრალიაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. ყველაფერი კიდევ უფრო შეიცვლება, რადგან ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდგავართ. ასეთი რამ ას წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს“,-აღნიშნა მორისონმა. ცნობისთვის, ავსტრალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 425 შემთხვევაა დაფიქსირებული.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა
სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ მთვრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობა ეზღუდებათ. მოძრაობა შეზღუდულია ქალაქებსა და პროვინციებს შორისაც. გადაწყვეტილება პირველი აპრილიდან შედის ძალაში და 12 აპრილამდე იმოქმედებს. ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 532 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ტაილანდში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ტაილანდში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აღნიშნული რეჟიმი 30 აპრილამდე იმოქმედებს. შესაბამისად, დღეიდან ქვეყანაში უცხოელების ჩასვლა იკრძალება. საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება საშუალებას მისცემს პრემიერ-მინისტრს, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება. ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულები უმკაცრესად დაისჯებიან. ტაილანდში ამჟამად კორონავირუსის 934 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც რისკის ზონაში იმყოფებიან ასაკის თვალსაზრისით, თავს კარგად გრძნობენ და ჩივილები არა აქვთ“, თქვა მან. „ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ ამ მომენტში პრობლემები არ გვექნება ასაკობრივ რისკჯგუფთან დაკავშირებით. ვითარება აჩვენებს, რომ საქმე ეხება ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალურ სოციალურ პასუხისმგებლობას“. - ამბობს ფაშინიანი. ამრიგად, სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 84-ს შეადგენს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის 700-მდე ადამიანი იზოლაციაში იმყოფება და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სომხეთში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და 14 აპრილამდე გასტანს.
Headline
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ოკუპირებული აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლას. გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან 20 აპრილამდე გაგრძელდება. ცოტა ხნით ადრე, ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო. ცნობისთვის, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია ipn.ge-ს მიერ. #news #politics
Natia Mikiashvili
Tbilisi, Georgia · 2 months ago
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო -შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსით 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს
იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით შესაძლოა, 400 ათასი ადამიანი დაიღუპოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. იაპონიაში ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით დედაქალაქში. მთავრობამ ტოკიოსა და ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რვა ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 146.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უკრაინის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი 24 აპრილამდე გაახანგრძლივა და საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. საგანგებო სიტუაციის რეჟიმი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობში იმოქმედებს, საჭიროების შემთხვევაში კი საგანგებო ზომები გახანგრძლივდება. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში. გარდაცვლილია სულ ოთხი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რას გადაურჩა მსოფლიო
რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსის პანდემიისას სახელმწიფოები საზღვრებს არ ჩაკეტავდნენ და კარანტინს არ გამოაცხადებდნენ - მკვლელვარების განცხადებით ასეთ შემთხვევაში COVID-19-ით მილიარდამდე დამიანი დაინფიცირდებოდა. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ლაბორატორიის მკვლევრებმა ის 1,700-ზე მეტი საპრევენციო ზომა გააანალიზეს, რომელიც ექვსმა ქვეყანამ, აშშ-მ, ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ირანმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეს. შესწავლილ შეზღუდვებს შორის იყო მოგზაურობის აკრძალვა, სკოლების დახურვა, რელიგიური ცერემონიების შეჩერება, ღონისძიებების გაუქმება და თვითიზოლირება. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ აშშ-ში მოქალაქეთა გადაადგილებისა და კონტაქტის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მარტიდან 6 აპრილამდე თითქმის ყოველ ორ დღეში გაორმაგდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის ქვეყანაში 60 მილიონზე მეტი დაავადებული შეიძლებოდა ყოფილიყო (აშშ-ში ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული). საკარანტინო ზომები ჩინეთში კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში 16 იანვრიდან 5 მარტამდე მიღებულმა ზომებმა 285 მილიონი ადამიანი დაიცვა ინფექციის შეყრისგან. ოფიციალური ცნობით, ჩინეთში დღეისთვის, დაახლოებით, 83 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მასშტაბით თავდაპირველი შეზღუდვები ვირუსის გაჩენის ეპიცენტრს, უხანს შეეხო. მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, 23 იანვარს უხანის კარანტინში მოქცევამ ჰუბეის პროვინციაში ათობით ათასი ადამიანი დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზომების მიუღებლად დაავადების შემთხვევები 65 პროცენტით გაიზრდებოდა. ამავე კვლევის მიხედვით, საკარანტინო შეზღუდვებმა ირანში 54 მილიონი, იტალიაში 49 მილიონი, საფრანგეთში 45 მილიონი, ხოლოდ სამხრეთ კორეაში 38 მილიონი ადამიანი დაიცვა ვირუსისგან. "პანდემიის შესანელებლად მიღებულმა ზომებმა ამ ექვს ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო", - წერენ მკვლევრები, "თუმცა შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეფერხებებმა, სავარაუდოდ, დრამატულად განსხვავებულ შედეგებამდე მიგვიყვანეს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ქვეყნებში, რომლბმაც ჩინეთის მსგავსად მალევე მიიღეს საკარანტინო ზომები, დღეს მდგომარეობა სტაბილურია; მაშინ, როცა აშშ-სა და იტალიაში ზომების დაგვიანებულად მიღების შედეგად, დიდი ალბათობით, მრავალი ისეთი ადამიანი შეეწირა ვირუსს, რომელთა გადარჩენაც წესების დროულად შემოღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ აშშ ინფიცირების 645 ათას შემთხვევას და 36 ათასი ადამიანის სიკვდილს აიცილებდა თავიდან, თუკი კარანტინი ერთი ან ორი კვირით ადრე დაწესდებოდა. იტალიაში მკვლევართა გუნდმა ახლახანს გამოიანგარიშა, რომ ქვეყანაში შემოღებულმა კარანტინმა 21 თებერვლის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 25 მარტამდე 200 ათასი ადამიანი დაიცვა ჰოსპიტალიზაციისგან. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის კვლევის თანახმად კი, მარტიდან 4 მაისამდე ევროპის 11 ქვეყანაში მიღებულმა საკარანტინო ზომებმა 3.1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამ 11 ქვეყნიდან სიკვდილის ყველაზე მეტი, 690 ათასი და 630 ათასი შემთხვევის თავიდან აცილება საფრანგეთმა და იტალიამ შეძლეს. გერმანიაში, სადაც მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებს შეეყარა ვირუსი, ეს რიცხვი 560 ათასია. ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელია ხუთია, ხოლო კარანტინით გადარჩენილ ადამიანთა რაოდენობა თითო ქვეყანაში 400 ათასია. ამავე კვლევის მიხედვით, დანიაში 34 ათასი, შვედეთში 26 ათასი, ხოლო ნორვეგიაში 12 ათასი ადამიანი იხსნა კარანტინმა. შვედეთში დღეისთვის მოსახლეობის 3 პროცენტია ინფიცირებული, დანიაში 1 პროცენტი, ნორვეგიაში კი 0.5 პროცენტი. საბოლოო ჯამში, მკვლევრები ასკვნიან, რომ კარანტინმა ვირუსის გავრცელების დინამიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. თერთმეტივე ქვეყანაში დღეისთვის ერთი პაციენტის კვლავწარმოებითი მაჩვენებელი (იმ ადამიანთა საშუალო რაოდენობა, რომელსაც დაავადებული აინფიცირებს), 1-ზე დაბალია. ეს კი იმის ნიშანია, რომ თითოეული სახელმწიფოს შიგნით ეპიდემია გაკონტროლებულია. "ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი ზომებით ევროპაში ვირუსის შეჩერება მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება", - წერენ მკვლევრები, "თუმცა თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, ოპტიმიზმის საფუძველიც გვექნება". პანდემია საფრთხეე Covid19 TbilisiDaily
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 3 months ago
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. "ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 21 აპრილამდე გაგრძელდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი, კორავირუსის ის ეტაპია, რომელიც შიდა გავცრცელებას გულისხმობს. შოდა გავრცელების შემთხვევაში კი აუცილებელია მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში 48 დაინფიცირებულია, საკარანტინო ზონაში 2300 ადამიანი იმყოფება. ამას გარდა მოსახლეობის დიდი რაოდენობა თვითიზოლაციაში იმყოფება.#საქართველო #საქართველოსპრეზიდენტი #კორონავირუსი #შიდაგავრცელება #თვითიზოლაცია #zugdididaily