“სიღარიბე იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ლარის სტაბილურობის შემთხვევაში” - ჭიაბერაშვილი

0
სიღარიბე იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ლარის სტაბილურობის შემთხვევაში - წერს სოციალურ ქსელში, "ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი. "თუ ლარი გაიქცა, - არანაირ "სამთავრობო დახმარებას" აზრი არ ექნება - გადავადებული სესხები უფრო დამძიმდება - ფასები სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში მიუწვდომელი გახდება ათასობით ადამიანისთვის - სიღარიბე იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ლარის სტაბილურობის შემთხვევაში ამიტომ - ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი არ უნდა დაწიოს მაინც, თუ არ აწევს - მთავრობამ გადასახადები დაწიოს, ფული ჩატოვოს ხალხში (თუ ერბანკი საპროცენტო განაკვეთს ზრდის, ისედაც მცირდება ფულის მიწოდება) და თვითონ დახარჯოს უფრო ცოტა მთავრობის მიერ ამოღებული და მერე განაწილებული ფული უფრო ძნელად იპოვის თავის სამიზნეს, ვიდრე ადამიანთა შორის თავისუფალ მიმოცვლაში ჩატოვებული. მთავრობა ფიქრობს, იმაზე მეტი შეღავათი არ გაუკეთოს ხალხს, ვიდრე ეს საჭიროა. სინამდვილეში საქმე პირიქითაა: რაც უფრო ნაკლებ შეღავათებს გაუკეთებს მთავრობა გადასახადის გადამხდელებს დღეს, მით მეტად დამძიმდება სიტუაცია ხვალ. "ევროპული საქართველოს" შეთავაზება გადასახადების დაწევაზე მილიარდამდე ლარს ჩატოვებდა ხალხში. დღეს ამას დავუმატეთ ინიციტივა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო გადასახადის 8 თვით შეჩერებას და კიდევ 200 მლნ ლარზე მეტის ჩატოვებას ითვალისწინებს. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. არა მარტო ვირუსის, არამედ ეკონომიკური ვარდნის შეკავებაში." - წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
0