პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე ჩაბარდათ
34 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago

თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ როდის განიხილავს პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს“ მსაჯვრდებული წევრის გიგი უგულავას შუამდგომლობას შეწყალებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ანგი ხუციშვილის განაცხადებით, გიგი უგულავას შუამდგომლობა, მათ ოფიციალურად ჩაბარდათ, თუმცა, აღნიშნულმა ჯერ სხვა და სხვა ეტაპები უნდა გაიაროს.

„ოფიციალურად ჩაგვბარდა, უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ წარედგინება პრეზიდენტს. თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

წყარო:"ინტერპრესნიუსი"


Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago
7
Write a comment