საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა
59 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გაწერეს. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

პროტოკოლის თანახმად, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში იქნება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

#stopcovid19 #covid19 #georgia
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
9
Write a comment