პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ზომების მიღებამდე ევროპული საქართველო პარლამენტში აღარ იმუშავებს

0
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, პარტიის დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კვირაში დაგეგმილ პლენარულ სხდომებში ისევე, როგორც არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საჯარო განხილვებსა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სანამ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით "ევროპული საქართველო" საპარლამენტო მუშაობას არ დაუბრუნდება. "ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ბოიკოტის შეწყვეტა მოხდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციის ფონზე და ვითარების ნორმალიზაცია მოითხოვს შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პირველ რიგში პოლიპატიმრების გათავისუფლების ნაწილში. ეს არის ჩვენი მხრიდან ერთჯერადი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებას, რომ მხარი დავუჭიროთ ახალ სისტემას. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს არც სხდომებზე დაბრუნებას, ეს არ ნიშნავს არც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, " - ამბობს ბაქრაძე.
0