კატალონიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინდა

0
კატალონიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ განცხადება კიმ ტორმა თავად გააკეთა. მანამდე „კოვიდ19“-ის დიაგნოზი კატალონიის მთავრობის მეთაურის მოადგილე პერე არაგონესს დაუსვეს. „მე გამიკეთეს ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა“ , -განაცხადა კატალონიის ლიდერმა. ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს დაფიქსირდა. ბოლო მონაცამებით, ესპანეთში „კოვიდ19“-ის 9 200 დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულია 309 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელების გამო, 14 მარტს ესპანეთში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს.
0