20 წლის სტუდენტის უპრეცედენტო საქმე

0
სამი წლის წინ kvirispalitra.ge -მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა 20 წლის სტუ­დენ­ტის ირაკ­ლი ხო­ფე­რი­ას ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მის ცე­მა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მის ცემა-წა­მე­ბას ადას­ტუ­რებ­და ის ფო­ტო­მა­სა­ლაც და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც, რაც ოჯახს ხელთ ჰქონ­და. კად­რებ­ში აშ­კა­რად ჩან­და და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი და ოჯა­ხი თა­ვი­დან­ვე ჩი­ო­და, რო­გორც გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში, ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კა­ვე­ბას ითხოვ­და. ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან: "2017 წლის 16 თე­ბერ­ვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ში­ნის­კენ მივ­დი­ო­დი, უკვე ბახ­ტრი­ონ­ზე ვი­ყა­ვი და სახ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე მეტ­რი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რო­დე­საც ორმა მა­მა­კაც­მა გა­მა­ჩე­რა, ერთს პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა ეცვა. გი­ორ­გიო, - და­მი­ძა­ხეს, - გი­ორ­გი არ მქვია, ირაკ­ლი ვარ-მეთ­ქი. აბა, პი­რა­დო­ბა მაჩ­ვე­ნეო, ვაჩ­ვე­ნე და მა­შინ მი­თხრეს, უნდა გა­ვარ­კვი­ოთ და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­მო­დიო. ჩამ­სვეს ოპე­რა­ტი­ულ მან­ქა­ნა­ში და მი­მიყ­ვა­ნეს ხი­ლი­ან­ზე, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში. ოთახ­ში რო­გორც კი შე­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ­ვე სა­ხე­ში ხელი მომ­ხვდა, ვერ მივ­ხვდი რა ხდე­ბო­და, ეს ჩემ­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. მირ­ტყამ­დნენ გა­მე­ტე­ბით, ისე მირ­ტყეს, გო­ნე­ბაც დავ­კარ­გე. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ თით­ქოს 15 თე­ბერ­ვალს, დი­ლის 10 სა­ათ­ზე ვი­ღა­ცას წა­ვარ­თვი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მერე და­ვა­ლომ­ბარ­დე. ვე­უბ­ნე­ბო­დი ეს ტყუ­ი­ლია, მე ლექ­ცი­ა­ზე ვი­ჯე­ქი იმ დროს, შე­გიძ­ლი­ათ ჩემს ჯგუ­ფე­ლებ­თან და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ა­მოწ­მოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ უფრო გა­მე­ტე­ბით მირ­ტყამ­დნენ. შემ­დეგ და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, ჩა­მიყ­ვა­ნეს სარ­დაფ­ში და ითხოვ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუ არ აღი­ა­რებ, მა­შინ წა­მალს ჩა­გი­დებთ და 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას მო­გის­ჯი­ა­ნო. ცხვი­რის წა­მა­ლი, ნავ­ტი­ზი­ნი მედო ჯი­ბე­ში და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ამ წა­მალ­ზე ხომ არის შენი ხე­ლის ანა­ბეჭ­დი, ეს ანა­ბეჭ­დი გა­და­ვა იმ ნარ­კო­ტიკ­ზე, რო­მელ­საც ჩა­გიგ­დებთ და მერე ამ­ტკი­ცე, რომ შენი არ არი­სო. ვე­უბ­ნე­ბო­დი ერთი ზა­რის უფ­ლე­ბა ხომ მაქვს, და­მა­რე­კი­ნეთ-მეთ­ქი, ამა­ზეც დამ­ცი­ნოდ­ნენ... "მა­შინ საქ­მე­ში ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე ჩა­ერ­თო, ახლა ირ­კვე­ვა, ად­ვო­კატს და და­ზა­რა­ლე­ბულს 3 წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­დათ იმის­თვის, რომ დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ეს წლე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით სა­მარ­თალს რომ ვერ მი­აღ­წი­ეს, საქ­მე სტრას­ბურ­გში გა­ა­ა­სა­ჩივ­რეს. ამ­ჯე­რად უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და საქ­მე ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში. არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს­გან ისი­ნი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­საც ითხო­ვენ. სტრას­ბურ­გმა საქ­მე და­საშ­ვე­ბად ცნო და რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც მოს­თხო­ვა ამ ბრალ­დე­ბებ­ზე თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნა. ად­ვო­კა­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სტრას­ბურ­გში საქ­მის გან­ხილ­ვამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი საქ­მე ჩა­მო­ი­ღო და 3 მოქ­მედ პო­ლი­ცი­ელს 28 ივ­ლისს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. დღეს გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე ზის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და ერთი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი. სა­მი­ვე დამ­ნა­შა­ვის ამოც­ნო­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შეძ­ლო, მარ­თა­ლია ისი­ნი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი ახლა სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს ელო­დე­ბი­ან. რა­ტომ­ღაც პრო­კუ­რა­ტუ­რას მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტიც არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია. ად­ვო­კა­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე ამ გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა, ამ ბრალ­დე­ბით მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის და­კა­ვე­ბა. ად­ვო­კა­ტი რე­ვაზ აჭა­რა­ძე: - 2017 წლის 16 თე­ბერ­ვალს ირაკ­ლი ხო­ფე­რია მას მერე, რაც ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო წა­იყ­ვა­ნეს, ცე­მი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. ბიჭს ოთახ­ში შეყ­ვა­ნი­სას­ვე, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ პირ­და­პირ და­არ­ტყა სა­ხე­ში ისე, რომ არა­ნა­ი­რი სი­ტყვი­ე­რი გა­სა­უბ­რე­ბა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა. ოთახ­ში ექ­ვსი კაცი იყო ირაკ­ლის ჩათ­ვლით, 5 პო­ლი­ცი­ე­ლი­დან 4-მა მას­ზე იძა­ლა­და, მხო­ლოდ ერთი ფორ­მი­ა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი არ ძა­ლა­დობ­და. ისე სცე­მეს, გო­ნე­ბაც და­კარ­გა, სის­ხლიც წა­მო­უ­ვი­და, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, ხელ­სა­ხო­ცე­ბი მის­ცეს და უთხრეს, მო­იწ­მინ­დე სის­ხლიო და სის­ხლი­ა­ნი ია­ტა­კიც კი მო­აწ­მენ­დი­ნეს. შემ­დეგ ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და სუ­რა­თებ­ზეც კარ­გად ჩანს ცე­მის კვა­ლი. არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, რაც რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ, ასე­ვე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა­მაც და­ად­გი­ნა. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ხან­დაზ­მუ­ლო­ბით იმ პე­რი­ოდს და მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ბლაგ­ვი საგ­ნით. ასე­ვე ძა­ლა­დობ­დნენ მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. სხვა გზა არ რჩე­ბო­და, გარ­და იმი­სა, ეღი­ა­რე­ბი­ნა ის, რა­საც თხოვ­დნენ... მერე ტახ­ტზე დას­ვეს, წინ და­უდ­გეს სკა­მი, რო­მელ­ზეც მო­რი­გე­ო­ბით ჯდე­ბო­და ხან ერთი და ხან მე­ო­რე პო­ლი­ცი­ე­ლი და რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ახ­დენ­დნენ ზე­მოქ­მე­დე­ბას და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თუ არ აღი­ა­რებ წინა დღეს ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბას ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვი და და­ა­ლომ­ბარ­დე, იცო­დე ნარ­კო­ტიკს ჩა­გიგ­დებ­თო. ამ დროს შე­მო­ვი­და ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც წა­კი­თხუ­ლი ჰქონ­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა და უთხრა პო­ლი­ცი­ე­ლებს, მგო­ნი შე­გე­შა­ლა­თო, ეს არ ემ­თხვე­ვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის აღ­წე­რი­ლო­ბა­სო. იმა­საც იხ­სე­ნებს, ეს რომ გა­ი­გო ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა, თავ­ში ხელი შე­მო­ირ­ტყაო… შე­მო­ი­ტა­ნეს პლან­შე­ტი, სა­დაც ვი­დე­ო­შიც ჩან­და, რომ ის პირი ნამ­დვი­ლად არ იყო ირაკ­ლი. ამის შემ­დეგ გა­ა­კე­თეს ვი­თომ ამოც­ნო­ბა, თვა­ლებ­ზე აა­ფა­რეს ხელი ირაკ­ლის, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თქვა ვი­თომ, ეს ის არ არი­სო და მო­უ­წი­ათ მისი გა­მოშ­ვე­ბა. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ზე და­ფიქ­სირ­და პო­ლი­ცი­ი­დან მისი გა­მოს­ვლის დრო, იქვე გა­ა­ჩე­რა ნა­ცემ­მა ბიჭ­მა ტაქ­სი და სახ­ლში, ფა­ნას­კერ­ტე­ლის ქუ­ჩა­ზე ავი­და. 5 წუთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, შინ იყო. ეს ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ჩვე­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა­ში. მა­შინ­ვე ოჯახ­მა გა­მო­ი­ძა­ხა სას­წრა­ფო, ესეც ადას­ტუ­რებ­და, რომ ბიჭი ნა­ცე­მი იყო. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი ამ­ბობ­და, არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, როცა გა­ვუშ­ვი­თო, მაგ­რამ ისეთ მოკ­ლე დრო­ში, მაქ­სი­მუმ 10 წუთ­ში ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სხვაგ­ვა­რად ნი­უ­ჰოს­პო­ტალ­ში რომ ვერ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უდაო იყო. მივ­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მე აღეძ­რა. რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ, ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბით გა­და­უგ­ზავ­ნეს იმ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას, რო­მელ­საც ვუ­ჩი­ო­დით. ეს ფაქ­ტი დრო­ის გა­წელ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებ­და გა­მო­ძი­ე­ბას, არა­ერ­თხელ და­ი­კი­თხა ირაკ­ლი, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით ატა­რებ­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, მაგ­რამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაც კი არ გვცნეს. მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს გზით მი­ვაღ­წი­ეთ პი­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას. ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი ერთ პირს, ის ადას­ტუ­რებს, ხელი რომ აა­ფა­რეს ირაკ­ლის და ისე მოხ­და ვი­თომ ამოც­ნო­ბა, თუმ­ცა მე­ო­რედ როცა და­ი­კი­თხა თქვა, ასეთ რა­მეს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ისე მო­მეჩ­ვე­ნა ვი­თომ თვა­ლებ­ზე ხელი აა­ფა­რე­სო. წე­სით ეს ადა­მი­ა­ნიც უნდა მი­ე­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის. ვინც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იყო, ის პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კია. ეტყო­ბა უნ­დო­დათ მალე გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ათ მის­თვის ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვის საქ­მე, მაგ­რამ გა­მო­ვი­და ისე, რე­ა­ლუ­რად დამ­ნა­შა­ვე­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი შე­ე­შა­ლათ. ისე იყო ბიჭი ნა­ცე­მი, თა­ვი­დან ისიც კი არ ახ­სოვ­და, ოქ­მზე ხელი რომ მო­ა­წე­რი­ნეს. მერე არ­გუ­მენ­ტად ჰქონ­და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას, შენ ხელს აწერ ჩვე­ნე­ბა­ზე, სა­დაც წე­რია, რომ ბრალს არ აღი­ა­რებ და არა­ფერს შეს­წრე­ბი­ხა­რო, ეს ოქმი ფორ­მა­ლუ­რად შედ­გა, რომ გა­ეშ­ვათ გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და ეთ­ქვათ ტყუ­ი­ლად არ მო­ვიყ­ვა­ნე­თო. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში 2017 წელს, ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის არარ­სე­ბო­ბის მო­ტი­ვით შე­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იყო უამ­რა­ვი სამ­ხი­ლი. დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ეწე­რა, არ და­დას­ტურ­და რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სცე­მეს ირაკ­ლი ხო­ფე­რი­აო. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გა­ვა­სა­ჩივ­რეთ სა­სა­მარ­თლო­ში და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო იმა­ზე მსჯე­ლო­ბა, რომც არ ეცე­მათ პო­ლი­ცი­ე­ლებს, მა­შინ ის მა­ინც უნდა და­ედ­გი­ნათ, ვინ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ესეც გა­ვა­სა­ჩივ­რეთ და იმ­დე­ნად ცალ­სა­ხად ჩან­და ჩვე­ნი სი­მარ­თლე, სა­სა­მარ­თლომ უკან და­უბ­რუ­ნა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად და მი­უ­თი­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ამო­წუ­რუ­ლი არ გაქვთ და არ არის დად­გე­ნი­ლი ვინ მი­ა­ყე­ნა მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბიო. ამის შემ­დეგ ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ საქ­მე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ცე­მო­და. 2 დღე­ში ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე­მაც და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა და მი­მარ­თა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას თქვენ გა­მო­ძი­ეთ ეს საქ­მე, რად­გან ჩვენ შევ­წყვი­ტეთ და ჩვენს მი­მართ შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ნდო­ბაო. - ვერც იქ მი­აღ­წი­ეთ ამ­დე­ნი წელი სა­მარ­თალს? - კი­დევ სამი წელი უკვე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვიბ­რძო­დით სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. რამ­დე­ნი­მე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ. ერ­თმა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კარ­გი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­მა­ტა საქ­მეს, მან გა­მო­ი­თხო­ვა "სმარტ ლო­ჯი­კი­დან" ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ნულ სის­ტე­მებ­ზე და იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნი­და­ნაც ჩან­და, რომ ირაკ­ლი ყვე­ლა­ფერს სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და. ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, შე­ვად­გი­ნეთ მა­შინ­ვე გა­მო­კი­თხვის ოქმი, მაგ­რამ ამის შემ­დეგ გვეხ­ვე­წე­ბო­და ირაკ­ლი, დაგ­ვე­ხია ეს ოქმი და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ვა­წყნა­რებ­დი­თო. არა­და, ირაკ­ლი ცალ­სა­ხად ამ­ბობ­და, ჯერ მცე­მეს სას­ტი­კად და მერე წა­მოს­ვლის წინ შე­ად­გი­ნეს ოქ­მიო. "სმარტ ლო­ჯი­კი­დან" მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია ირაკ­ლი რომ უთი­თებ­და, სწო­რედ იმ დროს იყო რე­ა­ლუ­რად ოქმი შედ­გე­ნი­ლი. - ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ში არ იყო ასა­ხუ­ლი რა­ი­მე სამ­ხი­ლი პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ? - კუ­რი­ო­ზუ­ლია ეს სა­კი­თხიც, 8 კა­მე­რა აქვს გან­ყო­ფი­ლე­ბას, აქე­დან 7 არის პე­რი­მეტრზე რას აკ­ვირ­დე­ბი­ან, რა არის და­სა­ცა­ვი პე­რი­მეტრზე, არ ვიცი. ერთი კა­მე­რაა შე­სას­ვლელ კარ­ზე, პრობ­ლე­მა ისიც იყო რომ მე­ო­რე კა­რიც აქვს პო­ლი­ცი­ის ამ გან­ყო­ფი­ლე­ბას და როცა შს სა­მი­ნის­ტროს მოვ­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია ამა­ზე, მოგ­ვწე­რეს, არის მე­ო­რე კარი, მაგ­რამ იმ კარს არა­ვინ იყე­ნებ­სო. მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო ასე­თი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სი­მარ­თლეს არ ამ­ბობ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, ოქმი შვიდ სა­ათ­ზე შე­ვად­გი­ნე­თო და "სმარტ ლო­ჯი­კის" ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ 10 ის ნა­ხე­ვარ­ზე შედ­გა რე­ა­ლუ­რად ეს ოქმი. ეს უკვე ორი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო და მი­ნი­მუმ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სი­ყალ­ბეს რომ ჰქონ­და ად­გი­ლი, თუნ­დაც ამ მუხ­ლით და ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის უნდა მი­ე­ცათ ისი­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. არა­და ჩვე­ნე­ბებ­ში ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და მო­ად­გი­ლე თავ­ზე უს­მევ­დნენ ხელს ირაკ­ლის და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნე­ბა რომ მოგ­ვე­ცი, იმას ვერ დავ­ხევ­თო. რო­დის შე­იყ­ვა­ნეს და რო­დის გა­მო­ვი­და ეს კა­რის კა­მე­რა­ზე ფიქ­სირ­დე­ბო­და, ამას ვერ გა­ექ­ცე­ოდ­ნენ. გაგ­ვი­მარ­თლა იმი­თაც რომ ირაკ­ლის ტაქ­სის ფული არ ჰქონ­და და დე­და­მის­მა ტაქ­სის მძღოლს ტე­ლე­ფო­ნის ან­გა­რიშ­ზე ჩა­უ­რი­ცხა მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა, ამი­თაც ფიქ­სირ­დე­ბო­და ტაქ­სით გა­ად­გი­ლე­ბის დრო. და­ი­კი­თხა ტაქ­სის მძღო­ლიც და ისიც ამ­ბობ­და, მან­ქა­ნა­ში რომ მეჯ­და გულ­მკერ­დზე იკი­დებ­და ხელს და ცუ­დად ყოფ­ნა ეტყო­ბო­დაო. სახ­ლში მის­ვლის­თა­ნა­ვე ოჯახ­მა სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა და სა­და­ვო არა­ფე­რი იყო. უშე­დე­გოდ ვი­თხოვ­დით კონ­კრე­ტულ პი­რებს ბრა­ლი წარ­დგე­ნო­დათ, ჩა­ტარ­და ამოც­ნო­ბა, ირაკ­ლიმ ამ­ხი­ლა და ამო­იც­ნო ის პი­რე­ბი, ვინც მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. კერ­ძოდ სამი პირი ამო­იც­ნო, ხოლო მე­ო­თხე ვერ ამო­იც­ნო. უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო, სხვას ვერ მო­ი­პო­ვებ­დით, რად­გან პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი. მაგ­რამ ვერა და ვერ დად­გა მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით მიგ­ვე­მარ­თა სტრა­ბურ­გის­თვის, რად­გან ამ­დე­ნი წელი არა­ვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. წა­მე­ბის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლმა უჩივ­ლა სა­ხელ­მწი­ფოს, მი­ვუ­თი­თეთ გა­მო­ძი­ე­ბა, რომ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი იყო და არ სჯიდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლებს. ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ვი­ა­რეთ საქ­მის და­საშ­ვე­ბი­თო­ბის ეტა­პი, რაც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, იქი­დან მო­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მო­ი­თხო­ვეს მათი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ე­ბი და დო­კუ­მენ­ტე­ბი. ვფიქ­რობ, სწო­რედ სტრას­ბურ­გი­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბის შე­დე­გად მიხ­ვდა პრო­კუ­რა­ტუ­რა, რომ ქვე­ყა­ნას მო­უ­წევ­და პა­სუ­ხის­გე­ბა ამის გამო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. არა­და, ამ­დე­ნი ხანი თა­რო­ზე ჰქონ­დათ საქ­მე შე­მო­დე­ბუ­ლი და რო­გორც კი სტრას­ბურ­გი­დან მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, ისი­ნი და­ა­კა­ვეს. 28 ივ­ლისს დაგ­ვი­კავ­შირ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა და გვი­თხრა, რომ სამი მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი ყავ­დათ. - კონ­კრე­ტუ­ლად ვინ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი? - და­კა­ვე­ბუ­ლია ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და ერთი ოპერ­მუ­შა­კი, სა­მი­ვეს ამ­ხელს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ხო­ფე­რია. ახ­ლაც მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, ორი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და ამ­ჟა­მა­დაც, ოღონდ სხვა რა­ი­ონ­ში. ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­რის­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია. 24 სექ­ტემ­ბერს არის პრო­ცე­სი ჩა­ნიშ­ნუ­ლი და და­ი­წყე­ბა საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. მარ­თა­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ეს წლე­ბი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. წა­მე­ბის მუხ­ლით რომ წა­რე­მარ­თათ საქ­მე, მა­შინ 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­დათ და ვი­თხოვთ ამ მუხ­ლით საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას. ადა­მი­ა­ნი უნდა და­ი­სა­ჯოს იმის­თვის, რაც მან ჩა­ი­დი­ნა. და­ას­წრო ამით სა­ხელ­მწი­ფომ სტრას­ბურგს, რად­გან არ უნ­დო­დათ წა­ე­გოთ სტრას­ბურ­გში ისე­თი საქ­მე, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და რომ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან იყო ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ეს იყო პრეს­ტი­ჟის შე­ლახ­ვა ქვეყ­ნის­თვის. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ და ჩა­მო­ი­ღეს თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი საქ­მე. სტრას­ბურ­გამ­დე რომ არ წა­სუ­ლი­ყო ეს საქ­მე, ალ­ბათ იდე­ბო­და თა­რო­ზე ისე, რო­გორც არა­ერ­თი ასე­თი საქ­მე დევს. 3 წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ აღ­დგა სა­მარ­თა­ლი და ეს პი­რე­ბი დღეს ცი­ხე­ში არი­ან, თუმ­ცა ვთვლით, რომ მე­ო­თხე პი­რის გა­მოვ­ლე­ნაც უნდა მოხ­დეს. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა. სა­ი­ას არ ჰქო­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ზე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. თუ არ ჩავ­თვლით 20-21 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას, მაგ­რამ იქ სულ სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო. თით­ქმის ერთი თვეა ეს ხალ­ხი და­კა­ვე­ბუ­ლია და ფაქ­ტიც კი არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რას. ახლა ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტს.
0