საპენსიო შენატანის შეჩერებით დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე დაიზოგება - კაპანაძე

0
100 მილიონ ლარზე მეტი დარჩება დასაქმებულებს ჯიბეში, ხოლო ბიუჯეტს დარჩება დაახლოებით 130 მილიონი ლარი. ეს არის ის თანხები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანების მიერ მათი ყოველდღიური საჭიროებისთვის - ამის შესახებ , , ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგი კაპანაძე საპენსიო ფონდის პროგრამის შეჩერების შემთხვევაში თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით აცხადებს. კაპანაძის თქმით, ამ ინიციატივით დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე იქნება დაზოგილი. ევროპულმა საქართველომ ამ პროგრამის 8 თვით შეჩერების ინიციატივით მთავრობას დღეს მიმართა. "ამ თანხის დიდი ნაწილი დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი დარჩება დამსაქმებლებს, 100 მილიონ ლარზე მეტი დარჩება დასაქმებულებს ჯიბეში, ხოლო ბიუჯეტს დარჩება დაახლოებით 130 მილიონი ლარი. ეს არის ის თანხები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანების მიერ მათი ყოველდღიური საჭიროებისთვის, რაც მნშვნელოვანია იმიტომ რომ სავარაუდოდ გვექნება ეკონომიკური კრიზისი ამ ყველაფრის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ასევე ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხები შეიძლება იყოს მიმართული სხვადასხვა საჭიროებაზე, იქნება ეს ჯანდაცვა თუ სხვა მიმართულება, " - ამბობს კაპანაძე.
0