თუ შემოსავალი არ შემოვიდა, შვეიცარულ ბანკებში გადადებული არაფერია-რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი
36 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ რესტორნები დახურვის შემთხვევაში დასაქმებულთა ხელფასის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.

„უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ბიზნესი დროებით საერთოდ აღარ გვაქვს, ისევე როგორც დროებით არ გვაქვს სასტუმროების, ავიაციის ბიზნესი. რაც შეეხება რამდენად ადეკვატური იქნება ადგილზე გამოძახების მიმართულება, ეს ადეკვატური ვერ იქნება და იქნება იმის მეასედი, რა ბიზნესიც არსებობდა.

ყველაზე მთავარი მომენტია, თუ ფიქრობს სახელმწიფო, რომ რაიმე კომპენსაცია მისცეს ამდენ ხალხს, ასობით ათას კაცს, რომელიც ამ გადაწყვეტილების შედეგად უმუშევარი რჩება რესტორნების თუ სასტუმროების ბიზნესიდან? ეს ხალხი აბსოლუტურად სარჩო-საბადებლის გარეშე რჩება. ევროპის ქვეყნებში ეს გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის წინასწარი გათვლებით იქნა მიღებული. ჩვენთან ეს გათვლა მოხდა თუ არა? ამაზე მთავრობასთან მიდის ფიქრი და არ ვიცით, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ ხელფასს ვაძლევდით, როდესაც რაღაც შემოსავალი შემოგვდიოდა. შემოსავალი თუ აღარ გვაქვს, რაღაც ნაწილს დანაზოგით ავუნაზღაურებთ. თუ დაკეტილი მაქვს ობიექტი, როგორღა გადავუხადო? თუ შემოსავალი არ შემოგვივიდა, შვეიცარულ ბანკებში გადადებული არაფერი გვაქვს. კერძო ბიზნესში ასეთი რამ არ არსებობს“, - განუცხადა გაბრიჩიძემ ,,ინტერპრესნიუსს".


Pirveliradio Ge
Tbilisi · 6 months ago
5
Write a comment