9 votes
0 comments
0 shares
Save
21 წლის ესპანელი მწვრთნელი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
29 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

მწვრთნელი ფრანსისკო გარსია, რომელიც კლუბ „ატლეტიკო პორტადა ალტას“ სისტემაში მუშაობდა, კორონავირუსისგან გარდაიცვალა, – წერს გაზეთი „მარკა“.

სპეციალისტმა დაავადების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო. ის 21 წლის იყო. თავის კლუბში გარსია ბავშთა გუნდის მწვრთნელად მუშაობდა.

აღნიშნავენ, რომ გარსია რისკის ზონაში იმყოფებოდა, რადგან ადრე ონოკოლოგიური დაავადება გადაიტანა. მწვრთნელი 15 მარტს, მალაგის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის სტაბილურ მდგომარეობაში იყო და ოჯახთან კავშირი ჰქონდა.

#covid19 #spain
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Roma Ratiani
Tbilisi, Georgia · 3 months ago
21 წლის ფეხბურთელი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა
ესპანური სამოყვარულო კლუბის, ატლეტიკო პორტადა ალტას ახალგაზრდა ფეხბურთელი, ფრანსისკო გარსია, კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. ფეხბურთელი მხოლოდ 21 წლის იყო. სამოყვარულო გუნდის გარდა, ის ბავშვთა აკადემიის მწვრთნელი იყო. გარსია რისკ ჯგუფში იყო, რადგან მას ერთ-ერთი ონკოლოგიური დაავადებაც სჭირდა. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ფეხბურთელის ორგანიზმში ახალი ტიპის COVID-19 არსებობა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და თავს კარგად გრძნობდა, დიაგნოზის დასმის შემდეგ რამდენიმე დღეში, გასულ კვირას გარდაიცვალა. ფრანსისკოს ახლობლებსა და ოჯახის წევრების მისი ქალაქის მთავარმა კლუბმა, მალაგამ უკვე მიუსამძიმრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარსია კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.#კორონავირუსი #coronavirus #football #spain #news #sport #სპორტი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება
დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასა და რუსეთის საზღვრებს გარეთ მომხდარ სხვა მკვლელობებს შორის კავშირი არსებობს. ერთობლივი გამოძიება გამოცემებმა Bellingcat (ბრიტანეთი), Der Spiegel (გერმანია) და The Insider (რუსეთი) ჩაატარეს. ჟურნალისტური გამოძიების ავტორების განცხადებით, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სპეციალური დანიშნულების ცენტრის მიერ. „ქილერი“ – ვადიმ კრასიკოვი მომზადებას გადიოდა სწორედ ამ ცენტრის ბაზებზე და სპეცსამსახურებისგან მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი ყალბი სახელითა და გვარით. The Insider-მა, Bellingcat-მა და Der Spiegel-მა დაადგინეს კრასიკოვის ვინაობა და ისიც, რომ ის სავარაუდოდ დაკავშირებულია რუსეთის საზღვრებს გარეთ FSB–ს მიერ ორგანიზებულ სხვა მკვლელობებთან. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FSB–ს „მკვლელების ჯგუფი“ უპრობლემოდ იღებდა შენგენის ვიზებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თურქეთში კი მათ სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს. ამ ჯგუფის ორი წევრი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2016 წელს დააკავეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით რუსეთს ყირიმელ თათრებში გაუცვალეს. მოულოდნელი „რომანი“ ჟურნალისტ-გამომძიებლებმა დაადასტურეს, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის არსებობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციასთან. მან ევროკავშირის საზღვრები მკვლელობამდე გადაკვეთა, რისთვისაც 1981 წელს დაბადებული „რომან დავიდოვის“ ყალბი საბუთები გამოიყენა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2019 წლის 29 ივნისს ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთის პასპორტის მიხედვით, 1981 წელს დაბადებული „რომან დავიდოვი“ იყო, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სლოვაკეთის საკონსულოში ტურისტული კომპანიის შუამავლობით წარადგინა განცხადება ერთწლიანი შენგენის ვიზის მოთხოვნით. სავიზო კითხვარში მან ჩაწერა, რომ პეტერბურგში ცხოვრობდა და ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა. ეს ყველაფერი სიცრუე იყო - ადამიანი ასეთი გვარითა და სახელი არ არსებობს, ისევე როგორც ის კორპუსი, რომელიც „რომან დავიდოვმა“ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა. „რომან დავიდოვი“ 1981 წელს კი არა, სლოვაკეთის საკონსულოში ვიზიტამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე „დაიბადა“, საზღვარგარეთის პასპორტი ასეთ პიროვნებაზე 2019 წლის 18 ივლისს, ქალაქ ბრიანსკში გაიცა. საგადასახადო ბაზაში „რომან დავიდოვი“ ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა. კომპანია „რუსტ-ი“, რომელმაც „დავიდოვს“ მათთან დასაქმებულის ცნობა ვითომ მისცა, უკვე რამდენიმე წელია რესტრუქტურიზაციის მდგომარეობაშია და 2016 წლიდან გადასახადებს არ იხდის. ფორმალურად, 2019 წელს ამ კომპანიაში დასაქმებული იყო მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს „რომან დავიდოვი“ არ გახლდათ. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ სლოვაკეთმა ამ არარსებულ პირს მრავალჯერადი შენგენის ვიზა იმავე დღეს მისცა. „რომან დავიდოვი“ არ ყოფილა ერთადერთი არარსებული ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს შენგენის ვიზაზე განცხადება შეიტანა. მეორე ასეთი ადამიანი „ვადიმ სოკოლოვი“ (იგივე ვადიმ კრასიკოვი) იყო, ოღონდ ის მოსკოვში მდებარე საფრანგეთის საკონსულოში მივიდა. „სოკოლოვმაც“ თავისი არსებობის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, როდესაც ისევ ქალაქ ბრიანსკში მის სახელზე საზღვარგარეთის პასპორტი გასცეს. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, „ვადიმ სოკოლოვის“ პასპორტის ნომერი მხოლოდ ბოლო ორი სიმბოლოთი განსხვავდება „რომან დავიდოვის“ პასპორტის ნომრისგან. საგადასახადო ბაზაში ორივე მათგანი 2019 წლის 23 ივნისს გაჩნდნენ და ორივეს სამუშაო ადგილად კომპანია „რუსტ-ი“, ხოლო თანამდებობად ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო მითითებული. ამ კომპანიის დირექტორმა The Insider-ს ვერ აუხსნა, როგორ გაჩნდა მისი ხელმოწერა „დავიდოვისა“ და „სოკოლოვის“ დოკუმენტებზე. „სოკოლოვმაც“ უპრობლემოდ მიიღო შენგენის ვიზა. სამი კვირის შემდეგ „ვადიმ სოკოლოვმა“, იგივე ვადიმ კრასიკოვმა ბერლინში მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი. „რომან დავიდოვი“ კი ევროკავშირიდან უკან, რუსეთში დაბრუნდა. რომან დავიდოვის ფოტო რას აკეთებდა ევროპაში „რომან დავიდოვი“ და რა როლი შეასრულა მან ხანგოშვილის მკვლელობაში, ბოლომდე ნათელი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს, ის პოლონეთში ბელარუსის ტერიტორიიდან ავტომობილით შევიდა, 4 დღის შემდეგ კი იმავე გზით დაბრუნდა უკან. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს. ცნობილია, რომ ვადიმ კრასიკოვი ბერლინში პოლონეთის ტერიტორიიდან ჩავიდა. სავარაუდოდ, სწორედ პოლონეთში გადასცეს მას მკვლელობის იარღი. ამასთან, ბერლინში კრასიკოვმა მხოლოდ ერთი დღე დაჰყო, თუმცა მის განკარგულებაში უკვე იყო ველოსიპედი, ელექტროსკუტერი (ის მოდელი, რომელიც გერმანიაში არ იყიდება), იცოდა როდის და სად იქნებოდა მსხვერპლი. ეს იმაზე მიუთთებს, რომ კრასიკოვს ეხმარებოდნენ და „დავიდოვი“ მისი ერთ-ერთი თანამზრახველია. ის, რომ „დავიდოვი“ კრასიკოვს ეხმარებოდა, ჩანს რუსეთში ნაქირავები ავტომობილის (Infiniti Q50) გადაადგილების შესახებ ინფორმაციით. Bellingcat-ის განკარგულებაში არსებული საგზაო კამერების მონაცემებით, 2019 წლის ივლისში „დავიდოვი“ მოსკოვში ხშირად იყო იმ ბულვარში, რომლის სიახლოვესაც კრასიკოვი ცხოვრობდა, გარდა ამისა, ის იმყოფებოდა ბალაშიხაში, სადაც კრასიკოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ბაზაზე საბრძოლო მომზადებას გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ „დავიდოვის“ როლი ბერლინის მკვლელობაში ბოლომდე არ არის ნათელი, გამომძიებელი ჟურნალისტების განცხადებით, თავად მისი მონაწილეობის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დამაკავშირებელი რგოლია კრასიკოვსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ საზღვარგარეთ მოწყობილ მკვლელობებს შორის. სტამბოლის მკვლელობები 2015 წლის 1-ელ ნოემბერს აბდულვახიდ ედილგერიევი სტამბოლში, საკუთარი ბინიდან გამოვიდა და საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. მას გვერდით ახალგაზრდა დისშვილი ეჯდა. ის ის იყო ავტომობილი დაქოქა, რომ უკნიდან თეთრი მანქანა მიადგა და დაბლოკა. აბდულვახიდმა მოასწრო და გასროლამდე დისშვილს ხელი ჰკრა. მკვლელებმა მიზანს ააცილეს. აბდულვახიდი მანქანიდან გადახტა და გაიქცა, მაგრამ ზურგში ესროლეს. მამაკაცი ხელგამოჭრილი იპოვეს, მას ხუთი ტყვია ჰქონდა მოხვედრლი. ედილგერიევს ხანგოშვილთან ბევრი არაფერი აქვს საერთო თუ არ ჩავთვლით მის მონაწილეოას ჩეჩნეთის ომში. მათ ბიოგრაფიებში კიდევ ერთი საერთო დეტალია - ორივე უკრაინაში ცხოვრობდა - ედილგერიევი ომში უკრაინის მხარეზე იბრძოდა (ზოგიერთი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, იგივე ომში მონაწილეობდა ხანგოშვილიც). სხვა მხრივ მათი ბიოგრაფიები განსხვავდება: ედილგერიევი რადიკალი ისლამისტი იყო, ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიური ემირატის“ მთავარი ფიგურა, ის სირიაშიც კი იბრძოდა ალ ქაიდას/ალ ნუსრას ტერორისტებთან ერთად. თურქეთის პოლიციამ მოგვიანებით გააცრცელა ინფორმაცია, რომ აბდულვახიდ ედილგერიევის მკვლელობაში სულ მცირე რუსეთის სამი მოქალაქე მონაწილეობდა. გამოძიების ცნობით, თეთრი ავტომობილი იქირავა მამაკაცმა, რომელსაც პასპორტს მიხედვით „ალექსანდრ ნასიროვი“ ერქვა და სტამბოლში 11 სექტემბერს ჩავიდა. იმავე „ნასიროვმა“ დაიქირავა მეორე ავტომობილიც - ორივე მათგანი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ იალოვაში მიტოვებული იპოვეს. თავად „ნასიროვი“ უკან რუსეთში მკვლელობამდე, 16 სექტემბერს დაბრუნდა. მისი ორი თანამზრახველი - „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ თურქეთში იმავე პერიოდში ჩავიდნენ, რა პერიოდშიც „ნასიროვი“ (11-13 სექტემბერი). პოლიციას სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები დარჩა, სადაც მათი სახეები ჩანს. კამერების წყალობით იმის დადგენაც მოხერხდა, რომ თანამზრახველები ერთმანეთს მათი სასტუმროებიდან არცთუ მოშორებით ხვდებოდნენ ხოლმე. ცხელ კვალზე მათი დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ დაახლოებით ნახევარ წელიწადში, 2016 წლის 6 აპრილს ისევ ჩავიდნენ თურქეთში და რა თქმა უნდა, მაშინვე დააკავეს. თურქეთის ციხეში დიდხანს არ გაჩერებულან - ერთ წელში ისინი ყირიმელი თათრების მეჯლისის ორ წევრზე გაცვალეს. რუსულ მედიაში გაცვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ყველაფერი ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ყირიმელი თათრების გათავისუფლება რუსეთის ხელისუფლების კეთილი ნება იყო. ფრენების მონაცემთა ბაზაში ჩანს, რომ სტამბოლში მომხდარი მკვლელობის სამივე მონაწილეს ერთამანეთის მსგავსი პასპორტის ნომრები ჰქონდათ. ამავე ბაზიდან ირკვევა, რომ ეს არ იყო მათი პირველი ერთობლივი მოგზაურობა სტამბოლში - ამ ქალაქში ისინი 2014 წლის 10 დეკემბრის დილით ჩაფრინდნენ. იმავე დღეს მოკელს ცნობილი უზბეკი იმამი მირზაგოლიბ ხამიდოვი (აბდულა ბუხარი), რომელიც უზბეკის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში იყო. მაშინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე, 2014 წელს, მათ რედაქციას მიმართა თურქული სპეცსამსახურების ვეტერანმა, რომლის თქმითაც, მას ესაუბრა ადამიანი, რომელმაც თავი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად წარუდგინა და უთხრა, რომ დაქირავებული მკვლელების დაჯგუფებას აკეთებდა, არსებობდა თურქეთში მცხოვრები პირების 15-კაციანი სია, რომელთა მოკვლას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აპირებდა. ვეტერანის თქმით, თითოეულის ლიკვიდაციის სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებლი. BBC-ის რესპონდენტის განცხადებით, იმ სიაში ხამიდოვიც იყო. გამომდინარე იქიდან, რომ კრემლისა და ხამიდოვის ინტერესები არანაირად არ იკვეთებოდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა უზბეკეთის ხელისუფლებასთან ერთგვარი ბარტერული გარიგების ნაწილი იყო. FSB–ს შესანიშნავი შვიდეული ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ „სმირნოვის“, „ანისმოვისა“ და „ნასიროვის“ გარდა, პასპორტის მსგავსი ნომერით (განსახვავდება მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი ციფრი) კიდევ ოთხი ადამიანი იპოვეს, თუმცა ისინი რუსეთის არცერთ ბაზაში არ იძებნებიან. შვიდიდან ექვსი 2015 წლის ივლისში ან აგვისტოში პრაღაში გაფრინდა. ექვსიდან ხუთის გზები 23 ივლისს გადაიკვეთა. გაურკვეველია, რა მოხდა პრაღაში, მაგრამ, როგორც ჩანს ვიღაცას „ძალიან გაუმართა“. „რომან ნიკოლაევს“, რომელმაც ასევე იმოგზაურა პრაღაში, პასპორტის ფაილში ის ფოტო აქვს, რომელიც „რომან დავიდოვმა“ სავიზო განცხადებას დაურთო. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამგვარად დგინდება ორი სახელი, რომლებსაც ვინაობის დასამალად იყენებდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის დამხმარე. უცნობია, ისიც მონაწილეობდა თუ არა, სტამბოლში მომხდარ მკვლელობებში. „რომან დავიდოვ-ნიკოლაევის“ გარდა „შესანიშნავი შვიდეულის“ სულ მცირე ერთ წევრს ჰქონდა შეხება ვადიმ კრასიკოვთან. სატელეფონო ზარების მიხედვით, კრასიკოვის ერთ-ერთი ძირითადი კონტაქტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე „ანდრეი მიტრაკოვი“ იყო. პასპორტის მიხედვით, ის 1970 წელს არის დაბადებული. ამ ჯგუფის შვიდი წევრიდან მინიმუმ ორი გაყალბებული იდენტობებით მოგზაურობდა რუსეთის შიგნითაც, 2014 და 2015 წლებში ისინი ყირიმში იმყოფებოდნენ. ამ ორი პირის პასპორტებიც სპეციალური სერიიდანაა. იმავე სპეციალური სერიის პასპორტი აქვს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილება „ვიმპელის“ პოლკოვნიკს, იგორ ეგოროვს („იგორ სემნოვი“), რომელიც უკრაინაში ჩეჩენის მკვლელობაში ფიგურირებდა. ცნობილია, რომ ეგოროვი ხშირად მოგზაურობდა გერმანიაში, იქ იყო 2019 წლის ივლისში, თუმცა უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობაში. საგამოძიებო მასალის ავტორების თქმით, გამოძიება მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტის გამო: პირველი – ის ადასტურებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ მონაწილეობდა და შესაძლოა დანაშაულს სულ მცირე 5-კაციანი ჯგუფი გეგმავდა; მეორე – დასტურდება, რომ „მკვლელების ჯგუფს“ პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ყოველგვარ ეჭვს სპობს ის, რომ დაჯგუფების წევრებისა და FSB–ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მაგალითად პოლკოვნიკ იგორ ეგოროვის პასპორტების სერია ერთმანეთს ემთხვევა; მესამე – შესაძლოა საიდუმლო ოპერაციების მონაწილეების შესახებ ცრუ და შეცდომაში შემყვანი „მინიშნებები“ სპეციალურად ვრცელდება იმისთვის, რომ სპეცსამსახურებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს. ინფორმაციის ვითომ გაჟონვის სამიზნე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და გამორიცხული არ არის, სამართალდამცავი ორგანოებიც არიან; მეოთხე – გამოძიება აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვიზის გაცემის სისტემა დაუცველია - ამ კვლევამ პირველად დაადასტურა ერთი ადამიანის მიერ ორი ყალბი იდენტობის – სხვადასხვა დროს დაბადებული „რომან დავიდოვი“ და „რომან ნიკოლაევი“ – გამოყენება. შენგენის ვიზა მისცეს ორივე პერსონას, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე თეორიულად, სავიზო განცხადებების დროს მოპოვებული ბიომეტრიული მონაცემების წყალობით, ასეთი რამ შეუძლებელი უნდა იყოს. წყარო: reginfo.ge ხანგოშვილი მკვლელობა რუსეთი TbilisiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 days ago
COVID19-თან დაკავშირებულია სხვა სერიოზული გართულებები
კორონავირუსი მიზანში მხოლოდ ფილტვებს როდი იღებს. სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ COVID19 დაკავშირებულია ტვინის პოტენციურად ფატალურ დაზიანებასთან და ნევროლოგიურ პრობლემებთან. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შეშუპება, რასაც ახლავს დელირიუმის ეპიზოდები (ბოდვა). სხვა პაციენტებს განუვითარდათ გაიან-ბარეს მსგავსი ნერვული სისტემის აშლილობები, რომლებიც იწვევს პარალიზს, რამდენიმეს კი აღენიშნა სიცოცხლისათვის საშიში ინსულტი. „ვხედავთ, რომ COVID19 თავის ტვინის ისეთ დაზიანებებს იწვევს, რომლებიც აქამდე არ გვინახავს სხვა ვირუსების შემთხვევაში“, - უთხრა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მაიკლ ზანდიმ The Guardian-ს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნევროლოგიური სიმპტომები მხოლოდ მძიმე პაციენტებში არ ხდებოდა (რომლებსაც ფილტვების ვენტილაცია ან ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ). „შესაძლოა გქონდეთ მწვავე ნევროლოგია, შესაძლოა იყოთ საკმაოდ ავად, მაგრამ სინამდვილეში გქონდეთ ჩვეულებრივი ფილტვების დაავადება“, - ამბობს ზანდი. კვლევის ავტორებმა შეისწავლეს კორონავირუსით დაავადებული 43 პაციენტი, რომელთა ასაკი 16-დან 85 წლამდე მერყეობდა. ყველა მათგანი მკურნალობდა ლონდონის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ეროვნულ ჰოსპიტალში, 9 აპრილიდან 15 მაისამდე. მათგან ათ პაციენტს აღენიშნებოდა თავის ტვინის მწვავე შეშუპება, რასაც ახლდა დელირიუმის ეპიზოდებიც. ერთმა 55 წლის ქალმა, რომელსაც მანამდე არანაირი ფსიქიატრიული ისტორია არ ჰქონია, ქმრის განცხადებით, საავადმყოფოდან გაწერიდან სამი დღის შემდეგ უცნაურად ქცევა დაიწყო. კვლევის მონაწილე კიდევ 12 პაციენტს აღენიშნებოდა შეშუპება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში; ამ ჯგუფში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ 12 პაციენტიდან ცხრას მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის (ADEM) დიაგნოზი დაესვა - იშვიათი სახის ანთება, რომელიც ძირითადად ბავშვებში, ყბაყურასა და წითელას ინფექციების დროს თავისა და ზურგის ტვინის ნერვებს „ურტყამს“. როგორც კვლევის ავტორები იუწყებიან, მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის შემთხვევათა რაოდენობა კორონავირუსის პანდემიამდე ჰოსპიტალში თვეში ერთი იყო, პანდემიის შემდეგ, აპრილსა და მაისში კი კვირაში ორი-სამი. კვლევაში მონაწილე შვიდ სხვა პაციენტს გაიენ-ბარეს სინდრომის დიაგნოზი დაესვა; მათგან ზოგიერთს, ნევროლოგიური სიმპტომები COVID19-ის სხვა სიმპტომებიდან სამი კვირის შემდეგ განუვითარდა. საერთო ჯამში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პაციენტებში სიცოცხლისათვის საშიში ნევროლოგიური მდგომარეობა აუცილებლად დაკავშირებული არ იყო მწვავე რესპირატორულ სიმპტომებთან; ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტის ფილტვები შესაძლოა მშვენიერ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდეს ტვინის შემთხვევაში. კვლევის მონაწილე რვა პაციენტს, მათ შორის ერთ 27 წლის ქალს, კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომებით, განუვითარდა ტვინში სისხლის კოლტებით გამოწვეული ინსულტი. კიდევ ერთმა სხვა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ სისხლის კოლტებთან დაკავშირებული გართულებები, მათ შორის ინსულტი, შეიძლება განუვითარდეს COVID19-ის მსუბუქი სიმპტომების მქონე ახალგაზრდა პაციენტებსაც კი. აპრილში, ნიუ იორკში ექიმების ჯგუფი იუწყებოდა, რომ კორონავირუსის 30-დან 40 წლამდე ხუთ პაციენტს, რომელთა უმეტესობას მანამდე არანაირი სამედიცინო ისტორია არ ჰქონია, სიცოცხლისათვის საშიში ინსულტი განუვითარდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. გარდა ამისა, ჩინეთის ქალაქ უხანში COVID19-ის 214 პაციენტზე ჩატარებული კვლევის დროს დადგინდა, რომ 36 პროცენტს აღენიშნებოდა ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად, გონების შესუსტება ან ცერებროვასკულარული დაავადებები, მათ შორის ინსულტი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის. ახალი კვლევის ავტორთა აზრით, ექიმებმა არ უნდა შეწყვიტონ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა მონიტორინგი, რათა გაირკვეს ამ პანდემიის გრძელვადიანი შედეგები. ზანდის ჯგუფი და სხვა მკვლევრები შიშობენ, რომ ტვინის დაზიანების ზოგიერთი პრობლემა შესაძლოა აღურიცხავი დარჩეს მას შემდეგ, რაც პაციენტი საავადმყოფოს დატოვებს. „ჩემი წუხილი ის არის, რომ ახლა COVID19-ით ინფიცირებული მილიონობით ადამიანი გვყავს. წელიწადში ალბათ 10 მილიონი გამოჯანმრთელებული გვეყოლება და ამ ადამიანებს შესაძლოა კოგნიტური დეფიციტი ჰქონდეთ… ეს კი გავლენას იქონიებს შრომისუნარიანობაზე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განუცხადა Reuters-ს ნეირომეცნიერმა ადრიან ოუენმა, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ფენომენს, რომელიც 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიის შემდეგ ათწლეულებში ფიქსირდებოდა - 1917-1930-იან წლებში, მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა ლეთარგიული ენცეფალიტი, იგივე „ძილის ავადმყოფობა“. ამ აშლილობას ტვინის შეშუპება იწვევდა და განაპირობებდა გადაჭარბებულ ძილიანობას და მწვავე ნეიროდეგრადიაციას, რაც ზოგიერთ ადამიანს ქმედუუნაროს ხდიდა. „შემაშფოთებელია, თუ COVID19-ის შემდეგ მოხდება გარკვეული მალული ეპიდემია, რომელსაც თავის ტვინზე ექნება გახანგრძლივებული ეფექტები, რადგან ტვინში შესაძლოა იყოს მსუბუქი ეფექტები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაუარესდეს. თუმცა, რაიმე დასკვნის გამოტანა ჯერ ძალიან ნაადრევია“, - ამბობს კვლევის ავტორი მაიკლ ზანდი. თუმცა, როგორც მან Reuters-ს განუცხადა, ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ კორონავირუსმა შეიძლება მოგვიტანოს „პანდემიასთან დაკავშირებული ტვინის დაზიანების ეპიდემია“. წყარო: 1TV.ge news Covid19 საფრთხე TbilisiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
რა კავშირი აქვს სააკაშვილს გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან - სკანდალური გამოძიება
უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი – უკრაინული პორტალიპორტალი anonim-info.com აქვეყნებს Новости Украины-ის ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკას და ვალერი ტოვმაჩის სტატიას სათაურით – „უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი“. სტატია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეს და მის შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობას ეხება. გთავაზობთ სტატიას უცვლელად: „როდესაც ჩვენ გავაცნობიერეთ იმ ინფორმაციის სისრულე, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიღებდით და ვამუშავებდით, განსაკუთრებით კი ბოლოს განვითარებული მოვლენები, ჩვენ მივხვდით, რომ ეს გამოძიება შეიძლება გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამოქვეყნებულ მასალებს დაემსგავსოს, რამაც ააფეთქა აშშ-ს საშინაო პოლიტიკა და რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია. ჩვენს „უოტერგეიტს“ შეუძლია გავლენა იქონიოს როგორც მინიმუმ ორი ურთიერთდაკავშირებული ქვეყნის – უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკაზე, ხოლო როგორც მაქსიმუმ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელ მსოფლიო პოლიტიკაზეც კი. მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ამ პუბლიკაციის ავტორებს საქართველოდან ორი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვეს ისეთი სამსახური, რომელმაც გარკვეულწილად გაგვაკვირვა, კერძოდ, პუბლიკაციების სერიის მომზადება, რომლელთა მიზანიც იყო ქართული პოლიტიკის „ახალი ფორმაციის“ ლიდერის, ცნობილი ახალგაზრდა ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მედიის ხაზით პოპულარიზაცია. დიახ, ეს ის გაბუნიაა, რომლის მკვლელობაც ორი დღის წინ აღკვეთეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთად. მანამდე ზუსტად 4 თვით ადრე, ჩვენ შემოგვთავაზეს მონაწილეობა მიგვეღო ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, როგორც „ახალი ტალღის” პოლიტიკური ლიდერის პოპულარიზაციაში არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რეგიონალური მასშტაბით, ისე რომ, ქართული “ნაციონალური მოძრაობის” ახალი ლიდერის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგოს მოლდოვისა და ლიტვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზოგადოებამ. „ამომავალ ვარსკვლავთან“ დასაკავშირებლად, ჩვენ მოგვიწოდეს გიორგი გაბუნიას პირადი ტელეფონის ნომერი, სადაც გადაიგზავნა წინადადება თანამშრომლობის შესახებ. „გიორგი, მოგესალმებით კოლეგები უკრაინიდან. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, ხელმძღვანელი ოლეგ დეინიჩკა. გთხოვთ გადმოგვირეკოთ“. თუმცა, გაბუნიასგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. სამკვირიანი დუმილის შემდეგ, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა გაბუნიასთან მოლაპარაკების პროცესში, შუამავლად, ახალი მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი ქართველი ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაერთოთ. მისგან პასუხი მეორე დღესვე მოვიდა. კომუნიკაციისთვის, მისი პირადი ტელეფონის ნომერიც მოგვაწოდეს. „მოგესალმებით ქალბატონო ელისო! უკრაინიდან, კიევიდან გაწუხებთ. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ახალ უკრაინო-ქართულ მედია პროექტთან დაკავშირებით?“ ე.კ: გამარჯობა! უკაცრავად პასუხის დაგვიანებისთვის ეხლა აღმოვაჩინე ეს გზავნილი. ¤ ¤ .. .. .. ეს ჩემი ნომერია. მასთან დაკავშირებამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარგად შეგვესწავლა მასალები ახალი ქართველი პოლიტიკური ლიდერის პიროვნებასთან დაკავშირებით – ქარიზმატული და მსოფლიოში ცნობილი ექსცენტრიული მიხეილ სააკაშვილის მომავალი ალტერნატივა. აღმოჩნდა, რომ გიორგიი გაბუნია ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის სარეიტინგო თოქ-შოუს წამყვანია, რომელიც ფაქტიურად სააკაშვილს ეკუთვნის, და ეს საქართველოში საიდუმლო არ არის. მომავალმა “ახალი თაობის ლიდერმა” ეროვნული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში სასტიკი შეურაცხყოფით მიმართა რუსეთის ლიდერს და მის გარდაცვლილ მშობლებს. შეკითხვები, რომლებიც ჩვენ ლოგიკური აზროვნების და არსებული მონაცემების შედარების შედეგად გაგვიჩნდა: ვის ან რატომ უნდა წამოეყენებინა სააკაშვილის ალტერნატივად სკანდალური ტელეწამყვანი, რომლის ქცევაც პირდაპირ ეთერში საეჭვოა ჟურნალისტის პროფესისათვის, ხოლო პატრიარქალური საქართველოსთვის სრულიად შეურაცხმყოფელი? ან საერთოდ რა საჭირო იყო ამ პატარა ქვეყნისთვის ესოდენ დემონსტრაციული და ძლიერი სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რომლის პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა, იმისთვის, რომ გაბუნიას სახელი გაეთქვა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში? მაშინ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა. COVID 19 პანდემიის გამო, ქართულმა მხარემ შეაჩერა მოლაპარაკებები. მაგრამ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერის გაპიარების ამბავმა 4 თვის შემდეგ თვითონ შეახსენა ყველას თავი. 15 ივნისს, საქართველოს საპეც. სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ ხელი შეუშალეს გიორგი გაბუნიის მკვლელობას. ხოლო „მთავარი“არხის დირექტორმა, რომელზეც სკანდალური ტელეწამყვანი მუშაობს, ნიკოლოზ გვარამიამ თქვა, რომ მან მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ სავარაუდო მკვლელის დაპატიმრებამდე სამი კვირით ადრე იცოდა. იცოდა და არ გააფრთხილა კოლეგა და ახლო მეგობარი? იცოდა და არ აცნობა საკუთარი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს?! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ინფორმაციის დამალვა მოახლოებული დანაშაულის შესახებ, კვალიფიცირდება, როგორც სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული. უფრო მეტიც! ტელეკომპანია „მთვარის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელზედაც მუშაობს გიორგი გაბუნია, სავარაუდო მკვლელობის უკან დგას რამზან კადიროვი, რომელიც ადრე საჯაროდ ემუქრებოდა მას. მაგრამ თუ რუსეთის ხელისუფლება გაანადგურებს ყველა იმ ჟურნალისტის სიცოცხლეს, ვინც აკრიტიკებს პუტინს, მაშინ კადიროვს არც კი ეყოფოდა ”ერთგული ჯარისკაცის” რესურსი, ხოლო დასავლეთი უკვე დიდი ხნის წინ დაკარგავდა თავისი პოლიტიკური კომენტატორებისა და ჟურნალისტების უმეტეს ნაწილს. თუმცა, გაჟღერებული სქემა სიმართლეს წააგავს, მედია-მომგებიანადაც გამოიყურება. ვის, თუ არა კადიროვს შეეძლო ჟურნალისტის სიკვდილის დაკვეთა, რომელმაც პუტინს დედა აგინა. ეს ვირისთვისაც კი გასაგებია! იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ფაქტების ანალიზს და შედარებას (რომელსაც ვირთან საერთო არაფერი აქვს), იმის სურვილი, რომ არ დავემსგავსოთ წყვილჩლიქოსანს, იბადება, კიდევ ერთი შეკითხვა: ვსთვისაა ყველაზე ხელმოსათბობი სკანდალური ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა? პასუხის გასაცემად, პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ცოტა ჩაღრმავებამ მოგვიწია. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავის მთავრობასთან ერთად, ჩვენს საუკუნეებში უპრეცედენტო პანდემიის პირობებში, საქართველოში ინარჩუნებს კორონავირუსისგან სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს… მხოლოდ 14 ადამიანი. იმ დროს, როდესაც მეზობელ სომხეთში, სადაც ერთი მილიონი ადამიანით ნაკლები ცხოვრობს ვიდრე საქართველოში, პანდემიის შედეგად ამ ქვეყნის 300-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. შესაბამისად, დიდია ”ქართული ოცნების” შანსი, რომ გახდეს საპარლამენტო რბოლის ლიდერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდებოდა გაბუნიას მკვლელობა (მმართველ რეჟიმთან მიმართებაში ყველაზე რადიკალურად განწყობილი ჟურნალისტი) – ამოცანა გართულდებოდა! უკრაინას ჯერ არ დავიწყებია, თუ რად დაუჯდა კუჩმას ოპოზიციური ჟურნალისტის გონგაძის მკვლელობა! ისევე, როგორც შევარდნაძეს, – ქართველი ჟურნალისტის სანაიას მკვლელობა, რომელმაც, ფაქტიურად, გამოიწვია ე.წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობში მოსვლა. გამოდის, რომ რუსეთი, რომლის სამსახურებიც გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდნენ, ქართულ ოპოზიციას ხელს უწყობდა?! სააკაშვილის არხის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სკანდალური ოპოზიციური ჟურნალისტის მკვლელობა ცალსახად გაზრდიდა ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს, ხოლო არჩევნების წინა პერიოდში ამ გეგმის განხორციელებას შეიძლება გამოეწვია რიგითი „ვარდების რევოლუცია-2“. როგორ არ გავიხსენოთ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი კურჩენკოსთან, სადაც იანუკოვიჩის გუნდის გაქცეული ოლიგარქი თავაზობს სააკაშვილს მისი კრემლთან მჭიდრო კავშირების გამოყენებას? იმისათვის, რომ მაინც გავნსაზღვროთ გიორგი გაბუნიას წარუმატებელი მკვლელობის მთავარი მსურველი, ჩვენ დავბრუნდებით დასწყისში და ვეცდებით შევქმნათ ლოგიკური კავშირი ცნობილ ფაქტებსა და რგოლებს შორის. ამრიგად, ამ წლის თებერვალში, ახალი ამბების სააგენტოს „ნოვოსტი უკრაინის“, რეპორტიორებს საქართველოდან ორი ადამიანი მიმართავს, რომლებიც მოითხოვეთნ გიორგი გაბუნიას პოპულარიზაციას. წამყვანმა, რომელმაც პუტინს თავისი ტოქშოუს პირდაპირ ეთერში აგინა, უნდა გამხდარიყო ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი, რომელიც ცნობადი იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საერთაშორისო მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ელისო კილაძეა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირებითაა ცნობილი. ზუსტად მაშინ (ოთხი თვის წინ), ანტიტერორისტული სამსახურის ცნობით, სავარაუდო მკვლელი ჩამოდის საქართველოში, რომლის ამოცანაც იყო ოპოზიციის “ამომავალი ლიდერის” ლიკვიდაცია. მის ახლო მეგობარს და უშუალო ხელმძღვანელს, ტელეკომპანია „მთვარის“ ხელმძღვანელ ნიკოლოზ გვარამიას ბრიფინგზე წამოსცდა მისი კოლეგის მოახლოებული მკვლელობის შესახებ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში და რომ იგი ინფორმირებული იყო ამის შესახებ. ხოლო არხის ფაქტობრივი მფლობელი, რომლისაც სრულად ექვემდებარება აღნიშნული მედიის ხელმძღვანელი, არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცდილობს შურისძიებას ქართულ პოლიტიკაში. უკრაინაში იგივე რეფორმები არ არის დაწესებული რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მიერ! საუბარია მხოლოდ საქართველოში დაბრუნებაზე. იცოდა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ?! დიახ, იცოდა! ზუსტად ამაზე საუბრობს ტელეფონით მიხეილ სააკაშვილი თავის უახლოეს თანამებრძოლთან და მთავარ ფინანსისტთან, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან. ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც ტელეკომპანია „მთვარის“ დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ და არ აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ, რაც ნიშნავს ორგანიზატორსა და დაგეგმილი დანაშაულის შემსრულებელზე ხელის დაფარებას . შეკითხვა უკრაინის ხელისუფლებას: თქვენ ვერ ამჩნევთ სააკაშვილის მცდელობებს, რომ შეცვალოს უკრაინის მინერალური სასუქების ბაზარი, ვერ ხედავთ მის ზრახვებს საბაჟოზე და სამართალდამცავ უწყებებზე სრული კონტროლის დამყარებაზე, არ გესმით მისი განცხადებები, რომელიც ანგრევს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან! მართლა ვერ ხედავთ იმ მარტივ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული რეფორმების ამჟამინდელი კურატორი პირდაპირ კავშირშია ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობასთან?!“ სტატიას ქართულად "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. გაბუნია სააკაშვილი tbilisidaily
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
Primetime
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ინტერვიუ სიკვდილის წინ – „სიცოცხლე ამად ღირდა“
“თქვენ მე ორი საათით შემიჩერეთ დაავადება”, – ინტერვიუს დროს გვითხრა და გაგვიღიმა. ეს იყო მარიამ თევზაძის ბოლო შვება და უკანასკნელი შეხება გარე სამყაროსთან, ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა. შეხვედრა ჰოსპისში, 2009 წლის ზამთრის მიწურულს შედგა, გაზეთი „პრაიმტაიმისთვის“, სიკვდილის წინ, ჩავწერეთ სიმსივნით დაავადებული ქალბატონი. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ დროს ადამიანი, რას ნანობს, რას განიცდის, რა სურვილები აქვს. ქალბატონი მარიამი ამ ყველაფერზე გულახდილად საუბრობს. ის იწვა ჰოსპისში, იქ, სადაც კიბოთი დაავადებული, უიმედო პაციენტები წვანან და სადაც დრო ყველაზე ძვირფასია. ყოველი წუთი მთელ სიცოცხლეს ნიშნავს, ყოველი წამი თითო ამოსუნთქვას… აქ სიცოცხლე აუხდენელი ოცნებაა. მარიამ თევზაძემ დიაგნოზი ექიმისგან შეიტყო, თუმცა ამბავს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა, დეპრესიაში არ ჩაუგდია. მას მკერდისა და ლიმფური ჯირკვლების კიბოთი დაავადების შორსწასული ფორმა – მეოთხე სტადია ჰქონდა. მომაკვდავის სარეცელთან იმედი არ ჩამქრალა. ცხოვრების ბოლო დღეებში 64 წლის ქალბატონი მაინც სიცოცხლეზე ოცნებობდა და ამბობდა, რომ ცხოვრება ამადაც კი ღირდა… „ახლა უკვე მივხვდი, რომ…“ მარიამ თევზაძე: – სიცოცხლე სიკვდილის პირისპირ… როცა იცი, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გიდგას, იცით, რას შევცვლიდი, რომ შეიძლებოდეს? ხალხს შევცვლიდი. ყოველთვის მინდოდა, ადამიანები სხვანაირები ყოფილიყვნენ… ერთმანეთს უმოწყალოდ ვექცევით. ამას გვიან ვხვდებით, ესეც კარგია მოსანანიებლად. სიცოცხლე ყველაფრად ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვარ! ცხოვრება ამადაც კი ღირდა. ვიცი, ჩემზე მეტად გაჭირვებულიც არსებობს, ღმერთს რომ სთხოვს, წამიყვანეო. მინდა ბედნიერი წუთების განმეორება, ეგეთი ბევრია ცხოვრებაში. რაც არ მინდა განმეორდეს, იმას სიკვდილის წინაც ვერ ვიტყვი. ვიქნებოდი ნაკლებად ემოციური, სამართლიანობისთვის ნაკლებად გამოვიდებდი თავს და ჯანმრთელობას დავზოგავდი. ადრე წესრიგის მოყვარული ვიყავი, ქუჩაში, ტრანსპორტში თუ ბაზარში, უსამართლობაზე სულ ვჩხუბობდი. უსინდისობას ვერ ვეგუებოდი. ახლა უკვე მივხვდი, რომ ნერვიულობიდან და სტრესიდან მოდის ყოველგვარი ავადმყოფობა. ადამიანი ნერვებია და თუ ის წესრიგში არ გაქვს, არ თქვა, რომ რამე გაქვს წესრიგში. ბევრ რამეს ისე უნდა შემოუარო, რომ ნერვიულობა თავიდან აიცილო, მაგრამ ესეც რთულია. „აღარ განიკურნები!” დიაგნოზს აბსოლუტურად ნორმალურად შევხვდი. მოულოდნელი იყო, მაგრამ იმ წუთში მივხვდი, რომ პანიკას აზრი არ ჰქონდა, თუმცა პროტესტის გრძნობა დამეუფლა – რატომ მე? წარმოიდგინეთ. გგონიათ, რომ ჯანმრთელი ხართ და უცებ გეუბნებიან, აღარ განიკურნებითო! მაგრამ უცებ დავიმშვიდე თავი – ალბათ, იმიტომ, რომ მე ამირჩია. ასეთი ვარ. დეპრესია რა არის, არ ვიცი… “ახალგაზრდობაში ამაზე არც მიფიქრია” თბილისელი ვარ. პროფესიით ფილოლოგი გახლავართ. ვწერდი, ვთარგმნიდი, ვცეკვავდი, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში (კადრების განყოფილების უფროსად)… მყავდა მეუღლე, პროფესიით მეღვინე ჯემალ ბაქრაძე, რომელიც 23 წლის წინათ ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა. მაშინ 41 წლის ვიყავი და თავში აზრადაც არ გამივლია, რომ მეც სიმსივნით დავავადდებოდი. ახალგაზრდობაში ამაზე არ ფიქრობ, დაფრინავ. თანაც იმ პერიოდში კიბოს შესახებ ნაკლებად ვრცელდებოდა ინფორმაცია. დაუნიშნავდნენ ქიმიას, კეთდებოდა ოპერაცია და ამით სრულდებოდა ყველაფერი. ჩემმა ქმარმა არ იცოდა, რა სჭირდა. მაშინ არ იყო მიღებული, რომ მას სცოდნოდა. შვილის აყვანაზე ვფიქრობდი, მაგრამ მას მამა და უზრუნველყოფილი ცხოვრება სჭირდებოდა, თანაც ხომ იცით, თავისუფლად ცხოვრებამ როგორი მიჩვევა იცის?! ჩემდა სამარცხვინოდ ამას ვამბობ. მყავს და, ლია თევზაძე, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. ისიც ჩემსავით მარტოხელაა. დაგვიანებული სადაზღვევო პოლისი სულ რამდენიმე თვეა, რაც ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი. არაფერი არ მაწუხებდა. აგვისტოში შევამჩნიე, რომ მკერდზე პატარა ცხიმგროვისმაგვარი რაღაც მქონდა. მერე ძალიან სწრაფად მოედო ნახევარ მკერდს. ჯირკვლებმა სწრაფად დაიწყო თავმოყრა. სექტემბრიდან მკურნალობა რომ არ დაგვეწყო, არ შეიძლებოდა. სახალხო ბანკის ჯანმრთელობის დაზღვევამ პოლისის მოცემას გადამაყოლა. თვეების მანძილზე გამიჭიანურეს, რა ვქნათ, ასეთი წესები გვაქვსო. 1-ელ ივლისს მოსაცემი 5-დღიანი სადაზღვევო პოლისი 17 ნოემბერს ძლივს მაღირსეს. პოლისი რომ თავის დროზე მოეცათ, ბევრი არაფერი, მაგრამ მკურნალობა რაღაც ეტაპით წინ წავიდოდა.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს 3 პირი მისდევდა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი პირის, დაზარალებულ ვახო ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, ხიდიდან გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს 3 პირი მისდევდა. თუმცა, როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია. „ინეტრპრესნიუსმა“ ახვლედიანის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც ახვლედიანი დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტსა და შემდეგ უკვე, ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იუბილარის დაბადების დღეზე ის მეგობრებთან - გიორგი ქათამაძესთან და დიჯეი კოკო ღიბრაძესთან ერთად წავიდა. „ჩემმა მეგობარმა, ანა გაბეჩავამ მე და ჩვენი საერთო მეგობრები - გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე დაგვპატიჟა 2020 წლის 18 ივნისს, თავის დაბადების დღეზე. ანამ გვითხრა, რომ ის დაბადების დღის სუფრას იხდიდა ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში. ანას ჩვენ დავთანხმდით. 2020 წლის 18 ივნისს მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე შევიკრიბეთ ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ჩვენ სამივენი ტაქსით წავედით ანას დაბადების დღის სუფრაზე - ქალაქ მცხეთაში მდებარე „ლიდერფუდის“ მაღაზიის უკან მდებარე კაფე-ბარში... რომ მივედით, უკვე იყო შებინდებული, ზუსტი საათი არ მახსოვს. სუფრაზე რომ მივედით, ჩვენ იქ დაგვხვდნენ ანა გაბეჩავა და მისი მეგობარი გოგო-ბიჭები, რომლებსაც მე არ ვიცნობდი. სუფრაზე ვიქნებოდით დაახლოებით, 30 ადამიანი. სუფრაზე ყოფნისას მე იქ გავიცანი ანა გაბეჩავას მეგობარი გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ცოტა დავლიეთ ალკოჰოლური სასმელი და თან ვცეკვავდით და ვერთობოდით. სუფრის მსვლელობისას იქ მყოფ ახალგაზრდებს შორის მოხდა ჩხუბი, ოღონდ თუ რაზე მოხდა მათ შორის ჩხუბი და ვის და ვის შორის მოხდა ჩხუბი, მე არ ვიცი, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, მე იქ მყოფთაგან ვიცნობდი მხოლოდ ჩემ მეგობრებს - გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ანა გაბეჩავას და იქ სუფრაზე გავიცანი გიორგი შაქარაშვილი. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მე შევნიშნე კაფე-ბარის გარეთ ეზოში, როდესაც შემთხვევით გამოვედი გარეთ, ეზოში. ჩხუბი შიგნით კაფე-ბარში არ ყოფილა. ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა და ყველანი ჩაჯდნენ ავტომანქანებში და დაიშალნენ. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან იმ ადგილზე ბნელოდა, მე არ დამინახავს სახეზე, თუ ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში და ვინ იღებდა მონაწილეობას გაშველებაში, არც ის დამინახავს, ვინმეს ჰქონდა თუ არა ჩხუბის შედეგად დაზიანება მიღებული. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვამშვიდებდი ანა გაბეჩავას და მის მეგობარ გოგონებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იქ სუფრაზე, რის შემდეგაც ზოგიერთი გოგო შევიდა შიგნით კაფე-ბარში, ხოლო ზოგიერთი იყო გარეთ ეზოში. ამასობაში, გავიდა რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ ადგილზე დავრჩით მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე, სხვა ბიჭები მე იქ არ მინახავს. მე, გიორგი ქათამაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით სახლში და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანამ გამოვიდოდით, „ლიდერფუდთან“ არსებულ კიბეებთან შევნიშნეთ სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანა გაბეჩავას დაბადების დღის სუფრაზე. ამ სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. მათ არანაირი სახის დაზიანების კვალი არ ემჩნეოდათ. ჩვენ ექვსივე ერთად გადავედით მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ თბილისის მიმართულებით და დავყევით გზას ფეხით თბილისისკენ და თან ხელს ვუქნევდით ავტომანქანებს, რომ ვინმეს გაეჩერებინა ჩვენთვის და წავეყვანეთ ქალაქ თბილისში, თუმცა, ავტომანქანა არავინ გაგვიჩერა. რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მიმართულებით ჩვენ მდინარე არაგვის ხიდზე გადავედით თუ არა, უკანა მხრიდან დაგვეწია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა, რომლის მარკა, სერია და ნომერი არ მახსოვს. ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით, 10-15 მეტრით წინ მიმავალ ჩემ მეგობრებთან, გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან. ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით. რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ყველამ ერთად გზა ქალაქ თბილისისკენ, ანუ მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქათამაძემ და კიდევ იმ სამმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე და რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე ამ დროს იქ არ დამინახავს. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის, კონსტანტინე ღიბრაძე სად არის-მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორც კი გადავედით, ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგან ვიყავი შეშინებული. აშკარად იყო სხვა ავტომანქანა. ავტომანქანა გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ - გაჩერდით, სად გარბიხართო და გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილის და შემდეგ, თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით, 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა - „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თანაც გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა, მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით, 35-40 წუთი. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან და გამოვედი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმ ბარათის ნომერი არ მახსოვს და ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, თუ სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი, რადგანაც ისინი იმ დროს უკვე იქ არ ყოფილან. ამის შემდეგ მე დავურეკე ჩემს მეგობარ ლუკა ბეჟანიშვილის, რომლის ტელეფონის ნომერი არ მახსოვს და ვთხოვე, მოსულიყო ჩვენთან და წავეყვანე სახლში. რამდენიმე წუთში ჩვენთან მოვიდა ჩვენი მეზობელი კახა, რომლის გვარი არ ვიცი, თავისი ავტომანქანით, რომელმაც გვითხრა, რომ ლუკამ გამოგვგზავნა თქვენთანო, რის შემდეგაც ჩვენ, ანუ მე და გიორგი ქათამაძე ჩავჯექით კახას ავტომანქანაში და წავედით სახლში. უბანში რომ მივედით, იქ დაგვხვდა ჩვენი მეგობარი კონსტანტინე ღიბრაძე, რის შემდეგაც ჩვენ დავიშალეთ და წავედით სახლში. მეორე დილით მე ანა გაბეჩავამ „ინსტაგრამზე“ მომწერა, გიორგი შაქარაშვილი არ ჩანს და ხომ არ იცი, სად არისო, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი. სწორედ მაშინ გავიგე ანასგან, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო დაკარგული. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იყვნენ, ხოლო იმ ბიჭებს, რომლებიც ჩვენ გამოგვეკიდნენ და გვცემდნენ, ვერ ამოვიცნობ, რადგან ისინი კარგად არ მინახავს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე არ ვიცი, ვის და ვის შორის და რა მიზეზით მოხდა ჩხუბი კაფე-ბარში, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მომხდარი ჩხუბის დროს მე სახეში ცხვირის მიდამოში მივიღე დაზიანება და მე თანახმა ვარ, ჩამიტარდეს ექსპერტიზა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო ის ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ და რომლებთან ერთადაც ჩვენ წავედით ქალაქ თბილისისკენ, მე მათი ამოცნობა შემიძლია სახეზე და ფიზიკურად. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც მე ჩემს უბანში მივედი და იქ დამხვდა კონსტანტინე ღიბრაძე, რომელსაც მე ვკითხე, შენ რითი წამოხვედი-მეთქი, რაზედაც მან მიპასუხა, რომ გზაზე ხელი გავუქნიე შემთხვევით გამვლელ ავტომანქანას და იმან გამომიყოლა ქალაქ თბილისშიო. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ როდესაც გავიგე ანა გაბეჩავასგან, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, მე არ მიკითხავს არც ჩემს მეგობრებში და არც არავისთან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რადგანაც ვიფიქრე, რომ ალბათ, გამოჩდება-მეთქი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შემიძლია ამოვიცნო გიორგი შაქარაშვილი... კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზიანება მივიღე ცხვირის მიდამოში, იყო ოდნავ გრძელი თმებით, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომლის ამოცნობაც მე შემიძლია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ზემოთაღნიშნული ჩხუბის დროს მე მეცვა თეთრი ფერის გრძელსახელოიანი „საროჩკა“ და ლურჯი ფერის ნაჭრის შორტები. როდესაც მე მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგ დროს ასევე შემომეხა „საროჩკა“, რომელიც მეცვა და რადგანაც იგი იყო გახეული, ქალაქ თბილისში ჩამოსვლისას ჩემ უბანში მდგარ ურნაში გადავაგდე, ხოლო შორტები მე გამოვიცვალე ჩემ სახლში და ამჟამად ვინახავ ჩემ საცხოვრებელ სახლში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში“, - აცხადებს ახველედიანი ჩვენებაში.
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვინსენტ ვან გოგი
ყველასთვის ცნობილია სახელი ვინსენტ ვან გოგი და ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ პოსტ იმპრესიონისტი ჰოლანდიელი მხატვრის მზესუმზირების ნახატს მაინც არ იცნობდეს. 1. ალბათ ბევრმა არ იცით, რომ მხატვარს ვინსენტი თავისი ბაბუისა და ერთი წლის ძმის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ვან გოგის დაბადებამდე გარდაიცვალა. 2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდველად დააწყებინა მუშაობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულიერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა. 3. აღსანიშნავია, რომ მისი ძმა თეო, რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე ფინანსურად და მორალურად ეხმარებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი. 4. როგორც ყველა შემოქმედს, ვან გოგსაც ჰყავდა საყვარელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებითაც ის საზრდოობდა. იგი ჟან ფრანსუა მილეს გლეხური ფერწერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც ვინსენტის ნახატებშიც ჩანს, თუმცა, 1886 წელს პარიზში დასახლების შემდეგ, მის ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია იმპრესიონისტებისა და ნეოიმპრესიონისტების ნახატებმა, რის შემდეგაც მის შემოქმედებაში შედარებით მსუბუქი და ნათელი ფერები გაჩნდა. 5. ვან გოგმა 10 წლის მანძილზე დაახლოებით, 900 ნახატი და 1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი დაგვიტოვა, რაც, უხეშად რომ თქვათ, იმას ნიშნავს, რომ ის კვირაში საშუალოდ 2 ნახატს ქმნიდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. 6. ალბათ ყველას გსმენიათ ვან გოგის ყურის ბიბილოს მოჭრის უცნაური ისტორიის შესახებ. გადმოცემის თანახმად, მან ყურის ნაწილი თავის მეგობარ მხატვარ პოლ გოგენთან კამათის შემდეგ სამართებლით მოიჭრა, ასანთის კოლოფში შეფუთა და მეგობარ მეძავ ქალს უსახსოვრა. თუმცა, ამ ისტორიას აქვს მეორე მხარეც, გერმანელი აკადემიკოსების მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში წერია, რომ ვინსენტს ყურის ბიბილო კარგმა მოფარიკავე გოგენმა კამათის დროს ხმლით მოაჭრა და გაიქცა. ამავე წიგნის მიხედვით, ვან გოგს, რომელსაც არ სურდა მეგობრობის გაფუჭება, სიმართლე დამალა და ამით მეგობარი ციხეში ჩაჯდომას აარიდა. 7. ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში "ვარსკვლავიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ დოლადარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა. 1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა 1889 წლის 19 ივნიის, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა. ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა, რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან დიდად მოჩანდა". 8. ვან გოგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ეს არის ქრონიკულ-ნეიროლოგიური მდგომარეობა, რომელსაც პერიოდული კრუნჩხვები და შემოტევები ახასიათებს. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვლით გამოვლინდა. 9. ვან გოგის სიკვდილი დიდხანს იყო ბურუსით მოცული. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ხელოვანმა სიცოცხლე პურის ყანაში ხატვისას თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მოგვიანებით მხატვრის სიკვდილის შესახებ ალტერნატიული თეორიებიც გაჩნდა. ერთ-ერთ ვერსიაზე დაყრდნობით, 1890 წელს ის ორმა ბიჭუნამ შემთხვევით, იარაღით დაჭრა. დაშავებული მხატვარი სახლამდე მისულა და იქ 2 დღის შემდეგ გარდაცვლილა. ვან გოგის ბიოგრაფების აზრით, მან ხელი დააფარა ბიჭუნას, რომელსაც იარაღი შემთხვევით გაუვარდა, როდესაც თავის ძმას იარაღის სროლას ასწავლიდა. მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ იარაღი, რომლითაც ვან გოგმა თავი მოიკლა, შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ეს იყო მხატვრის კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი, როდესაც მან დამნაშავე არ ამიხლა და თვითონ დაიბრალა მომხდარი. მისი ძმის თეოს, გადმოცემით, დიდი გენიოსის უკანასკნელი სიტყვები სიკვდილის სარეცელზე იყო: "მწუხარება უსასრულობამდე გაგრძელდება." #ვანგოგი#ხელოვნებაათავადუკვადევება
+4
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
„სუნთქვა მიჭირს, მიყვარხარ“ – CoViD-19-ით ინფიცირებული მედიკოსის ბოლო სიტყვები დას
„სუნთქვა მიჭირს, მიყვარხარ“ - CoViD-19-ით ინფიცირებული მედიკოსის ბოლო სიტყვები დას - Primetime
„სუნთქვა მიჭირს, მიყვარხარ“ - CoViD-19-ით ინფიცირებული მედიკოსის ბოლო სიტყვები დას - Primetime
„სუნთქვა მიჭირს, მიყვარხარ“ - CoViD-19-ით ინფიცირებული მედიკოსის ბოლო სიტყვები დას - Primetime