სად არის ივანიშვილი?

0
სად არის ბიძინა ივანიშვილი? უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ივანიშვილი, ხან პარტიის ოფისშია და ხან კი დისტანციური კომუნიკაცია აქვთ მასთან. "მოდი, სპეკულაციისთვის ნუ გამოვიყენებთ კრიზისულ სიტუაციებს. აბსოლუტურად ყველა თავისი კომპეტენციისა და ლეგიტიმაციის ფარგლებში აკეთებს თავის საქმეს და ძალიან გთხოვთ, ახლა, ამ თემებიდან რაღაცების გამოყვანას ნუ შეეცდებით", - განაცხადა მდინარაძემ. მდინარაძემ აღნიშნავს, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, "ვინც რას უნდა აკეთებდეს, ზუსტად იმას აკეთებს და ახალ ამბებს ნუ გამოვიგონებთ".
0