სიახლე თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში იმყოფებოდნენ

0
ყველასთვის ცნობილი COVID - 19-ის ე.წ კორონავირუსის გამო, სამეგრელოში თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 15 ადამიანი ზუგდიდში იყო თვითიზოლირებული. ამ დროისთვის ეს რიცხვი 11მდეა შემცირებული. სამეგრელო-ზემო სვანეთში კი თვითიზოლაციაში მყოფთა ჯამური მაჩვენებელი 63 მოქალაქემდე გაიზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
#ზუგდიდი
#სამეგრელოზემოსვანეთი
#ზუგდიდისმერია
#კორონავირუსი
#zugdididaily
0