გომის მთა - ღრუბლებს მიღმა - ნაწილი II

0
თუ გახსოვთ გომის მთის ამბების მოყოლა წინა პოსტში დავიწყე. ახლა მინდა გავაგრძელო და ის რჩევები გაგიზიაროთ, რასაც ვთვლი რომ გამოგაგდებათ.
🚐 ტრანსპორტირება: გომის მთაზე მოსახვედრად შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილით წახვიდეთ ან ტურს გაყვეთ. მე ტურით ვიყავი. 60 ლარი გადავიხადე და ტრანსპორტირების გარდა, შედიოდა კარავი და პარალონი. საძილე ტომარაზე თქვენ უნდა იზრუნოთ. ტურით თუ წახვალთ, იკითხეთ რამდენად გამართულია ტრანსპორტი. ცუდი გამოცდილება მაქვს. აშკარად შესაკეთებელი , , მარშუტკით" წაგვიყვანეს. საშინლად დადიოდა, უქრებოდა, ხმელ სკამს ვინღა ჩიოდა... გომის მთისკენ ასასვლელ გზაზე სედანიც ავა, უბრალოდ მე მაინც შემეცოდებოდა. გზა ქვიანია. ხშირ შემთხვევაში ნისლია და ტენიანობა მაღალია. 🏕 ღამის გასათევი: კარავი თუ მაინც და მაინც არ გიზიდავთ, კოტეჯებიც არის და შეგიძლიათ იქირაოთ. რაც შეეხება კარავს, ოოო. 1. აუცილებლად დახურეთ კარავი. რომ ღამდება ეს ჩვენი კარვები ნესტიანდება და თუ გინდათ პარალონებიც არ დაგისველდეთ, გაითვალისწინეთ. თუმცა ჩვენს შემთხვევაში 80%-ს დაუსველდა და ცეცხლზე აშრობდნენ; 2. ეცადეთ შუისკენ დაწვეთ, როგორც კი კიდეებს შეეხებით დასველდებით. 🚽 საპირფარეშო ოოო აი ეს ცოტა რთული თემაა 😒 ბუნება თუ გიშველით 😃 ბუჩქები არ არის, მაგრამ თუ მოინდომებთ ერთი ორს იპოვით. სანამ დაღამდება მაინც შეათვალიერეთ წინასწარ 😂 ქვევით სოფელში რამდენიმე ხის ფიცრული , , საპირფარეშოა" ოღონდ თვალები დახუჭეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და სანამ არ გამოხვალთ არ ამოისუნთქოთ 😂😂 და ბოლოს, დატკბით ბუნებით და ულამაზესი ხედებით. ნამდვილად სასწაულად ლამაზია 💭💭 მოგზაურობაზე საინტერესო რჩევების მისაღებად გამომყევით ინსტაგრამზეც holiday__insta

პ.ს გომის მთის I ნაწილი იხილეთ პოსტებში

#magicplace
#gomismta
#მოგზაურობა
#ბლოგერი
#რჩევებიმოგზაურობაზე
#travellingthroughtheworld
#traveling
#mountainview
#mountainlife
#discovernewplaces
#traveladdict
#travelbloggers
#holidayinsta
#summervibes
#cloud
#amazingplaces
#mustsee
#georgia
#discovery
#მოგზაურობა
Guria
0