დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა. შედეგად, დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 543-ს მიაღწია. კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა 44 105 ადამიანს, საიდანაც 42 562-ს ნეგატიური შედეგი ჰქონდა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების განახლებული სტატისტიკა საღამოს კვლავ გამოქვეყნდება.
0