არ გვინდა საბჭოთა კავშირი, ეპიდემია გვირჩევნია - ის ყველაზე წარმატებით ებრძოდა ეპიდემიებს - ამის შესახებ განცხადება, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტვ პირველის ეთერში საუბრისას გააკეთა.
“ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადდა 80 000 ადამიანი. მათ ეპიდემიის ლიკვიდაცია მოახერხეს დრაკონული ზომების მიღებით. ჩინეთმა აჩვენა, რომ მსგავსი დრაკონული ზომები მოკლევადიან პერსპექტივაში ამართლებს. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა კავშირში, რომელიც არავის გვიყვარს და არავის გვინდა მისი გახსენება, არ გვინდა საბჭოთა კავშირი, ეპიდემია გვირჩევნია - ის ყველაზე წარმატებით ებრძოდა ეპიდემიებს. იყო ჯგუფი ინფიცირებულების - ალყაში მოაქცევდა და ხვალ დამთავრდა, აღარ იყვნენ ის ადამიანები. მაგალითად, შიდსი - მე ამ სფეროში ვმუშაობ, როგორც იცით. საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, რამდენიმე ათეული აივ-ინფიცირებული იყო სსკრ-ში.”- განაცხადა ცერცვაძემ.