ზიგმუნდ ფროიდი / სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

0
დაახლოებით იმ დროს, როდესაც ბავშვის სექსუალური ცხოვრება პირველ გაფურჩქვნას აღწევს, 3-დან 5 წლამდე, მასში ასევე შეინიშნება იმ აქტივობის დასაწყისი, რომელსაც შემეცნების ან ძიებისკენ ლტოლვას უწოდებენ. შემეცნებისკენ ლტოლვა არ შეიძლება მივათვალოთ ლტოლვათა ელემენტარულ კომპონენტებს. ის მხოლოდ სე ქსუალობას ემორჩილება. მისი აქტივობა შეესაბამება დაუფლების სუბლიმირებულ უნარს, ხოლო მეორეს მხრივ ის თვალთვალისკენ ლტოლვის ენერგიის ხარჯზე მუშაობს. მაგრამ მის დამოკიდებულებას სექსუალური ცხოვრებისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ფსიქოანალიზიდან შევიტყეთ, რომ შემეცნებისკენ ლტოლვა ბავშვებში გასაოცრად ადრე და მოულოდნელი ინტენსივობით ყოვნდება სექსუალურ პრობლემებზე და შესაძლოა სულაც ამ უკანასკნელთა მიერ იყოს გაღვიძებული.
0