ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება - „გარდიანი“
59 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 7 months ago

ბრიტანული მედიასაშუალება „გარდიანის“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და დიდ ბრიტანეთში, საავადმყოფოში 7,9 მილიონი ადამიანი მოხვდება. ამის შესახებ საუბარია გამოცემის მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შეადგინა.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა გათვლით, მომდევნო ერთ წელიწადში კორონავირუსით ბრიტანელების 80 პროცენტი დაინფიცირდება. მათივე პროგნოზით, ინფიცირებულთა 15 პროცენტს, ანუ 7,9 მილიონ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 500 000-დან ხუთ მილიონამდე ადამიანი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებშია დასაქმებული, ეპიდემიის პიკის დროს ავად გახდება. ეს ეხება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულ 1,5 მილიონ ადამიანს.

„გარდიანის“ ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგნოზი გამართლდება და დიდი ბრიტანეთის 80 პროცენტი დაავადდება.

„გარდიანის“ ცნობით, სპეციალისტები, რომლებიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შედგენილ დოკუმენტსა და სხვა ექსპერტების მოსაზრებას გაეცნენ, აცხადებენ, რომ მომდევნო 10-14 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიის პიკი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იქნება და ამ დროს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვნად დაიტვირთება. ყველა ქვეყნის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემიის პიკი რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადონ, რათა ჯანდაცვის სფერო მომზადებული იყოს. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ არ გამოჩნდეს ახალი სამკურნალო საშუალებები“, – წერს „გარდიანი“.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 7 months ago
9
Write a comment
Similar Posts