როგორ "დავჭკვიანდეთ" თვითიზოლაციაში - 5 რამ, რაც თავს უკეთ გვაგრძნობინებს

0
კაფე-ბარების, კლუბების, დისტანციურად მუშაoბის ფონზე, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა სახლშია გამოკეტილი. თვითიზოლაციის წესები კი უფრო რთული დასაცავია, ვიდრე უბრალოდ დროის უმეტესი ნაწილის შინ გატარება. თუმცა მოწყენილობა არ გვაძლევს არც სხვების და არც საკუთარი თავის საფრთხის ქვეშ დაყენების უფლებას. სამწუხაროა, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობის ნაკლებობა ბევრ ჩვენს თანაქალაქელს აღმოაჩნდა. მთელი 14 დღის შინ გატარება მარტივი ნამდვილად არაა. თუმცა, არსებობს რაღაცები, რაც დროის სწრაფად გაყვანაში დაგეხმარებათ და თავსაც უკეთ, ცოტა უფრო ჭკვიანადაც კი გაგრძნობინებთ. 1. ონლაინ წიგნები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გამომცემლობებმა უფასო ონლაინ წიგნები გვაჩუქეს. PALITRAL.GE, LIT.GE, SABA.COM.GE - ეს იმ ვებგვერდების მისამართებია, საიდანაც ელექტრული წიგნების უფასოდ გადმოწერას შეძლებთ. 2. უფასო ონლაინ გაკვეთილები სახლში ყოფნა საუკეთესო მომენტია ცოდნის ასამაღლებლად. "ყოვლისმცოდნე" ინტერნეტს კი თქვენს ნებისმიერ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს. არსებობს, პლატფორმები, აპლიკაციები, რომლებიც კონკრეტულ სფეროში თქვენს ინტერესებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. მაგალითად, ამ პლატფორმაზე ბევრი უფასო ონლაინ კურსია: www.coursera.org 3. ვარჯიში თუ ფიქრობ, რომ მაინც სახლში ზიხარ და რა მნიშვნელობა აქვს ფორმიანი იჯდები, თუ უფრომო ცდები, რადგან ვარჯიშის შედეგის მისაღწევად, მინიმუმ 3 თვე მაინც გჭრდება. შინ ყოფნის პერიოდი კი დასაწყებად საუკეთესო დროა. https://www.youtube.com/watch?v=PWEdJRRndkQ - დაიწყე ვიქტორია სეკრეტის ამ ცნობილი ვარჯიშებით ან გადმოწერე რომელიმე მაღალრეიტინგული აპლიკაცია და მიჰყევი ინსტრუქციებს. 4. კულინარია საჭმელების კეთების ხელოვნებას, "გემოებით თამაშს" დიდი მოთმინება და დრო სჭირდება. მგონი, ახლა საკმარისი დრო გაქვთ იმისათვის, რომ დანაკლისი აინაზღაუროთ და რაც აქამდე სიჩქარეში რაღაცები ჩაგწვიათ, ბუნებისა თუ ოჯახის წინაშე ახლა გამოასწოროთ. 5. სახლის ინტერიერის შეცვლა გადაადგილეთ ავეჯი, ახლიდან დაალაგეთ კარადები - ეს ცვლილებები თქვენს განწყობაზე დადებიტად იმოქმედებს
#თვითიზოლაცია
#იზოლაცია
#კორონა
#კორონავირუსი
#რჩევები
#kutaisidaily
0