26 იანვრის კალენდარი…

9
მთვარის მეექვსე დღე 🌘, მეორე ფაზა, გრიგორიანული კალენდარის  26-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 339-ი დღე.

როგორი ადამიანები დაიბადნენ ოცდაექვს იანვარს:

26 იანვარს შემოქმედებითი ადამიანები იბადებიან. ისინი კაშკაშა, მიზანსწრაფული, მშრომელი ადამიანები არიან. ჩანაფიქრს დიდი და დაჟინებული შრომით აღწევენ. არიან კარგი ორატორები, შეუძლიათ თავიანთ სიმართლეში ადამიანების დარწმუნება, საქმეს შუა გზაზე არ ტოვებენ და შესანიშნავ შედეგებს იღებენ. ოჯახური ცხოვრება თბილი და უღრუბლო აქვთ, მისდევენ ოჯახურ ფასეულობებს და უყვართ თავიანთი ახლობლები. აქვთ ფინანსური ალღო.
ამ დღეს დაბადებულები საკუთარ ქმედებებში მეტ სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ, რადგან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლიათ სხვა ადამიანებისთვის.
26 იანვარს დაბადებულებს ახასიათებთ აგრესიულობაცა და თავდაჯერებულობაც. ამ ადამიანებს მიაკუთვნებენ უდიდესი სტრატეგების რიცხვს, რომლებიც მთელ ძალას დებენ შეტევაში და ყველაფერს უდიდესი გულმოდგინებით, დეტალურად გეგმავენ.

ვინ დაიბადა:

კლოდ ადრიან ჰელვაციუსი, ფრანფი ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომელსაც ადამიანის აღზრდის ძირითად პირობად მიაჩნდა გარემოს გავლენა, ხოლო აღზრდას უსაზღვრო შესაძლებლობებს მიაწერდა. ცნობილია მისი სიტყვები: „აღზრდას ყველაფერი შეუძლია თვით გენიოსის შექმნაც კი“. რადგან ადამიანის გამოცდილება ძირითადად შეგრძნებას ემყარება, მისი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია გრძნობათა ორგანოების განვითარება. ამვე დროს მას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის გავლენაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ახალი და მთავარი პირობაა ადამიანის აღზრდისათვის.
ფრანგი მოქანდაკე, ჟან ბატისტ პიგალი.
სამეგრელოს მთავარიდავით დადიანი.
ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმინდა ირინარქი, დაყუდებულის ხსენებას.
ღირსი იაკობი ნაზიბელი ეპისკოპოსის ხსენებას.

დღის საკითხავი:

“სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარესყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს.“
“რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?“
“რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე თუ არა – ყაჩაღთა დიდი ბანდა?“

ნეტარი ავგუსტინე

ბედნიერ და მშვიდობიან  დღეს გისურვებთ💖🙏
9