საქართველოს დამოუკიდებლობის დღე "ბაზარი ორბელიანზე" მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნება.
15:00-18:00 საათზე, კვების მოლის პირველ სართულზე დაგხვდებათ ქართული სადეგუსტაციო სუფრა, რომელზეც "ბაზარი ორბელიანზე" არსებული ქართული ბრენდები თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. დეგუსტაციაზე შეხვდებით ქართული სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა "4 კონცეფცია", "სულო", "რაჭველები", "ქეთოს მურაბები", "ქართული კალათა", "ალკორიუმი" და ა.შ.
ქართული ცეკვა და მუსიკალური საღამო - ქართული კულტურის რეპრეზენტაცია ქართული ცეკვისა და სიმღერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
18:00 საათზე ბაზარი ორბელიანის პირველ სართულზე, გაიმართება ქართული ცეკვის ანსამბლის და ფოლკლორულ-ქალაქური მუსიკალური ანსაბლის საღამო.
17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დამტკიცების საათი. ზუსტად ამ დროს "ბაზარი ორბელიანზე" საზეიმოდ ჩაირთვება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის ინსცენირება - "ბაზარი ორბელიანზე" მოსულ სტუმრებს დახვდებათ ბანერი - საქართველოს დამოუკიდებლობის აქტთან იდენტურად მიახლოებული ვიზუალით, რომელზეც შესაძლებლობა ექნებათ თავადაც მოაწერონ ხელი და ამ ხელმოწერით იდევ ერთელ დაამტკიცონ, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება სურთ.
#ესდღეჩვენია!