26 ნოემბერი

10
მთვარის მესამე ფაზა🌘🌘🌘 წლის დასრულებამდე დარჩა 35 დღე. ზამთრის დადგომამდედარჩა 5 დღე.                            
26 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები დაუოკებელი ნატურები არიან. დაბადებით ენთუზიასტები,  მკვლევარები,  ნოვატორები. უყვართ თავგადასავლები,  მოგზაურობა. დიდძალას ხარჯავენ კარიერული მიზნების მიღწევისთვის.                              
ამ დღეს დაბადებულებს უყვართ სწავლა,  რაც შესანიშნავ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორც საქმის სპეციალისტები,  საზოგადოებრივ აღიარებას იღებენ. მათთვის სტატუსი,  შეიძლება ითქვას,  რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ თავდადებითა და უზომოდ შრომა,  მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ წინ კონკრეტულ მიზანს ხედავენ. ამ დღეს დაბადებულთაგან კარიერას ბევრი 35 წლამდე იკეთებს,  მაგრამ შრომის ნაყოფის მომკას არ ჩქარობენ,  ყოველთვის აქვთ სამოძრაო მიზანი. თუ პროფესიულად და პიროვნულად არ განვითარდნენ. მათთვის ცხოვრების აზრი იკარგება.ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობიდან პრაქტიკული შედეგის მიღება. აქვთ ყველაზე უცნაური,  წარმოუდგენელი პროექტების რეალიზების უნარი. აინტერესებთ ყველაფერი .                                    
26 ნოემბერს მართლმადიდებული ეკლესია აღნიშნავს იოანე ოქროპირის ხსენების დღეს:
“ სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად და უფალი იქნება შენი ქომაგი.”        
“ ნუ მეტყვი უგულო სიტყვებს: რა ჩემი საზრუნავია? არაფერი მაქვს მასთან საერთო. ჩვენ არ გვაქვს საერთო მხოლოდ ეშმაკთან,  ყველა ადამიანთან კი ჩვენ მრავალი საერთო გაგვაჩნია. მათ გააჩნიათ იგივე ბუნება,  რაც ჩვენ,  სახლობენ იმავე მიწაზე,  რომელზეც ჩვენ,  იკვებებიან იმავე საკვებით,  რითაც ჩვენ,  ჰყავთ იგივე მეუფე,  მათაც იგივე კანონები მიეცათ,  რაც ჩვენ და ისინიც იმ სიკეთისკენ არიან წოდებულნი,  რისკენაც ჩვენ. ამიტომ,  ნუ ვიტყვით,  რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო,  რადგან ეს არის სატანური არა ადამიანურობა. ნუ ვიტყვით ამას,  არამედ ვაჩვენოთ ძმების დარი მზრუნველობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია,  რომ გამოასწოროს მთელი ერი. ჭეშმარიტად თავისუფალია ის,  ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას,  თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება,  მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს.”  
“ღმერთთანახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული,  ვინაიდან უფალი ყველგანაა”.                
ქრისტიანობის უდიდესი მამის - წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი საქართველოშია, აფხაზეთის ტერიტორიაზე კომანში. სწორედ კომანში 407 წელს გარდაიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი,  მას დედოფალ ევდოქსიასგან ბიჭვინთაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი,  მაგრამ ნაწამებმა მღვდელმთავარმა იქამდე ვერ მიაღწია და კომანში აღესრულა. გარდაცვალების წინ მას წმინდა ვასილისკო გამოეცხადა,  განამხნევა,  ამცნო,  რომ დადგა მისი უფალთან წარდგომის ჟამი. წმინდა იოანემ წარმოთქვა: "მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის" და ასე მიაბარა სული მაცხოვარს. 436 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ კონსტანტინოპოლში წმინდა იოანეს ნეშტის გადასვენება გადაწყვიტა. მაგრამ მისი უხრწნელი სხეულის კუბოდან გადამოსვენება ვერ შეძლეს. მაშინ თეოდოსიმ წერილი გაუგზავნა წმინდა იოანეს - თავისი მშობლების (იგი ევდოქსიას შვილი გახლდათ) უსამართლობის გამო შენდობას სთხოვდა. როცა წერილი გულზე დაადეს,  წმინდანის სხეული უკვე დაჰყვათ და იგი ახალ კუბოში გადაასვენეს. ძველი ქვის სარკოფაგი იქვე დარჩა და მისი შეხებითაც კი იკურნებოდნენ სნეულნი. წმინდაიოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე 27 სექტემბერია.                            
დღის საკითხავი:
“ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები,  დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს,  ვივლით ამ სახელით იმდენ ხანს,  რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ… მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა,  აწ და მარადის,  უკუნითი უკინისამდე…”            
იქით რა არის არავინ იცის,  აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო…რამდენს,  რამდენსცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა…
რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..
რამდენი დარჩენილა უსახელოდ..
რამდენი ეძებს სახელს…
და კიდევ რამდენი ჰკარგავს…
ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი..”
გ. ჩოხელი
უგემრიელესი ხაჭოს პეროგი , წინ უქმეებია:
ინგრედიენტები
  • 500 გრ ხაჭო
  • 4 კვერცხი
  • 9 ს.კ. შაქარი
  • 9 ს.კ. ზეთი
  • 9 ს.კ. რძე
  • 12 ს.კ. ფქვილი
  • ცუკატები გემოვნებით
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით
მომზადება
1. ათქვიფეთ 2კვერცხი და მარილი მანამ სანამ მასა თეთრი არ გახდება.
2. დაამატეთ შაქარი, ვანილის ესენცია, 9 ს.კ. ზეთი და რძე. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოზილეთ არაჟანზე სქელი კონსისტენციის ცომი.
3. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი, დაასხით ნახევარი ცომი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.
4. გაცერით ხაჭო, დაამატეთ 1 ჩ.კ. შაქარი, 2 კვერცხი, ცუკატები, კარგად ათქვიფეთ. თუ ხაჭო მშრალია, დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი.
5. გამოიღეთ ფირფიტა, წაუსვით ხაჭოს კრემი, ზემოდან დაასხით დარჩენილი ცომი. კვლავ შედგით ღუმელში 30 წუთით.
10