26 ნოემბერს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს. კინოფესტივალს ნანა ჯორჯაძის ფილმი - “პეპლების იძულებითი მიგრაცია” გახსნის და 3 დეკემბერს გერმანელი რეჟისორის, ვეიტ ჰელმერის Gondola დახურავს. 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 14 სექციის მიხედვით 115 ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.