წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გეგმიურ სამუშაოებს აგრძელებს

0
რეგიონში შექმნილი რთული ეპიდ.ვითარების მიუხედავად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გეგმიურ სამუშაოებს აგრძელებს. ცენტრის წარმომადგენლებმა ქალაქ წალენჯიხაში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს COVID-19 ზე ნიმუშები აუღეს, რადგან ისინი დაგეგმილ არდადეგებს ზღვაზე გაატარებენ. მათი ნიმუშები COVID-19 ზე ლაბორატორიაში გადაიგზავნა, საიდანაც უარყოფითი პასუხი მოვიდა.
#stopcovid19
#წალენჯიხა
#კორონავირუსი
#ახალიამბები
0