საქართველოში ექიმების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

ByM.m.m.Georgia
0
18 მარტს, 21:00 საათზე ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის გასამხნევებლად მოხალისეთა მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება. ქართველი ექიმების მიმართ მადლიერების გამომხატველ პერფომანსის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ერთსა და იმავე პერიოდში ფანჯრებიდან და აივნებიდან ტაშს დაუკრავენ. როგორც სექტორი 3 და მოხალისეთა ჯგუფი აცხადებენ, ამ აქციის მიზანი სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერაა. მათი თქმით, ასეთ დროს ექიმების შრომა განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს, რადგან მთელ მსოფლიოს საერთო გამოწვევასთან - კორონავირუსთან ბრძოლა აერთიანებს. აღნიშნული აქციის განსაკუთრებული ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ მასში ჩართვა ყველას სახლიდან გაუსვლელად, ყველა ჰიგიენური წესის დაცვით შეუძლია. მსგავსი აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილას უკვე გაიმართება. ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პერფომანსი პირველად შედგება. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ახალი რეგულაციები და რეკომენდაციები დააწესა. მინისტრის თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
#კორონავირუსი
#coronavirus
#საქართველო
#პანდემია
#pandemy
#news
#events
Tbilisi
ByM.m.m.Georgia
0