აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთს მოუწოდებს, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით
52 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთს მოუწოდებს, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მაიკ პომპეო ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო საქმეთა სამსახურის დირექტორს, იან ცზიეჩის ტელეფონით ესაუბრა.

„მდივანმა პომპეომ ძლიერი პროტესტი გამოხატა ჩინეთის ძალისხმევის მიმართ, რომ „კოვიდ-19“-ზე ბრალი აშშ-ის დასდოს. მდივანმა აღნიშნა, რომ ახლა დეზინფორმაციისა და საგარეო ჭორების გავრცელების დრო არ არის და საერთო საფრთხის წინაშე ყველა ქვეყანა ერთად უნდა დადგეს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

გასულ კვირაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხეს, რომ უხანში „კოვიდ-19“ შესაძლოა, აშშ-ის არმიამ გაავრცელა.

#covid19 #usa #china
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment