ByLuckyGeorgia
0
#movies
#quotes
, , მეგონა ერთი უბრალო გერმანელი ვიყავი...ვიყავი, კიდეც გერმანელი, რომელსაც ებრაელები ეზიზღება...არაფერი ვიცოდი თქვენი ტრადიციების შესახებ...აქ ვისწავლე...ერთი სიტყვა არ გამიგია თორადან, სანამ აქ არ მოვხვდი...და მე, ერთადერთი არ ვარ ასეთი..უნდა გაიგოთ..მთელი ცხოვრება მიდებდენ თავში აზრს, რომ ებრაელები ჭუჭყიანი, მატყუარა და არაორგანიზებული ხალხია..და როცა აქ მოვხვდი, ყველაფერი მართალი აღმოჩნდა..აქ იყო ქაოსი, ჭუჭყი და არეულობა...და გადავიფიქრე, რომ ეს ებრაელების ბრალია....აქ შემთხვევითობა არ ხდება..ჭუჭყი -ეს სისტემის ნაწილია, როგორც ღონე, როგორც პროექტორები..სხვა აღჭურვილობა..ყველაფერი რაღაც მიზანს ემსახურება..მათ უნდათ რომ ღირსება შეგვილახონ....ადამიანური სახე დაგვიკარგონ..ეს პროცესის ნაწილია..იმისთვის, რომ უბრალო გერმანელებმა ჩვენი მოკვლა მოინდომონ, მათ უნდა დაინახონ, რომ ყველაფერი რასაც ჩვენზე ამბობენ სიმართლეა... ბინძურები, საშინელები, უღმერთოები... როცა აქ მოგიყვანეს პირადი ნივთები ჩამოგართვეს...სახელები წაგართვეს, თმა შეგჭრეს, ბავშვები წაგართვეს..ცოლები, დედები..კბილებიც კი...ყველაფერი რაც თქვენს პიროვნებას შეადგენდა...ნუ მისცემთ მათ იმის უფლებას, რომ თქვენი ღმერთიც წაგართვან..ღმერთი თქვენია...რაც არ უნდა ცოტას აკეთებდეს თქვენთვის ის მაინც თქვენი ღმერთია..თუნდაც არ არსებობდეს ..გაუფრთხილდით მას!..'' God on trial / ღმერთის სასამართლო
ByLuckyGeorgia
0