7 votes
1 comments
0 shares
Save
მაინტერესებს
43 views
Mamuka Zhvania
Tbilisi · 3 months ago

მაინტერესებს აქ თემატური ჯგუფი იქმნება? მაგალითად ტურიზმი.


Mamuka Zhvania
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mamuka Zhvania
Tbilisi · 3 months ago
მაინტერესებს აქ თემატური ჯგუფი იქმნება? მაგალითად ტურიზმი.
Marneuli Daily
Marneuli · 1 week ago
სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები გოგოს გატაცების ფაქტს ეხმიანებიან
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 30 ივნისს, სამი მარნეულელი კაცი დააკავეს. მათ ბრალად 23 წლის გოგოს გატაცება ედებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულმა ა.ფ.-მ თანამზრახველებთან, 2000 წელს დაბადებულ ი.მ-სთან და 2002 წელს დაბადებულ ი.ი-სთან ერთად გოგო დაოჯახების მიზნით გაიტაცა. მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები გოგოს გატაცების ფაქტს ეხმიანებიან. სამოქალაქო მოძრაობა „სალამის“ კაპიტნის ელნურ ალისოის თქმით, დაოჯახების მიზნით გოგოების გატაცების მთავარი მიზეზი სახელმწიფო უწყებების გულგრილობაა. ალისოი ამბობს, რომ სახელმწიფო ლოიალურად ეპყრობა დამნაშავეებს რის გამოც მოსახლეობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ გოგოების მოტაცება დასჯადი არაა. "ცალკე განსახილი საკითხია ყოფითი და ინდივიდუალური მხარე, თუ რა მიზეზი იყო გოგოს გატაცების, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მაინტერესებს უფლებადამცველების, პოლიციის, სასამართლოსა და კანონმდებლობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. დამნაშავეები არ არიან დასჯილი და პოლიცია ეუბნება მხარეებს, რომ აღარ იჩხუბონ და გარკვეულწილად შერიგებისაკენ მოუწოდებს. ესეთი მიდგომა აქვს დღეს სამართალდამცველებს. ჩემი აზრით, უნდა გამკაცრდეს სასჯელი ამ დანაშაულისათვის და უნდა გამკაცრდეს სამართალდამცავი ორგანოს რეაგირება. პოლიციელები უნდა ამოქმედდნენ შეტყობინების მიღების თანავე და აღარ უნდა მიაქციონ ყურადღება თუ რას ამბობენ მხარეები“ - ამბობს ელნურ ალისოი ელნურის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგოს დაბრუნების შემდგომ ოჯახს ფაქტის დავიწყება სურს და მოძალადეს უბრალოდ აღარ უჩივის. მისი თქმით, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა მაინც გააგრძელონ საქმისწარმოება და შესაბამისად დასაჯონ დამნაშავეები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგი ქამრან ეფენდიევი. მისი თქმით, სახემწიფომ აუცილებლად უნდა დასაჯოს დამნაშავეები. „გოგოების მოტაცება არის უვიცი და უნამუსო ხალხის საქციელი, აქ ტრადიცია არაფერ შუაში არაა. აზერბაიჯანულ თემში ერთ-ერთ პრობლემას ასევე წარმოადგენს უხუცესები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის მოგვარებას ცდილობენ. ისინი ოჯახებს შერიგებისაკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, რომ სასამართლოში არ იჩივლონ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გააორმაგოს სასჯელი და მიუხედავად დაზარალებულის გადაწყვეტილებისა მაინც დასაჯოს გამტაცებელი“ - ამბობს ქამრან ეფენდიევი გენდერის სპეციალისტი ნონა სამხარაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მარნეულში გოგოების გატაცების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება. "წინა წლებთან შედარებით, სიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ალბად სათანადოდ არ დაისაჯენ ის ადამიანები ვინც წინა წლებში მსგავსი საქციელი ჩაიდინეს და სწორედ ამიტომ ადამიანები, კაცები, თავს უფლებას აძლევენ ეგრედწოდებული ქორწინების მიზნით აიძულონ გოგო და აღუკვეთონ თავისუფლება. სახელმწიფო სტრუქტურები არიან ძალიან დამთმობები როდესაც საქმე ეხება არაქართულენოვან მოსახლეობას. რატომღაც ჰგონიათ, რომ უფრო დამთმობები უნდა იყვნენ არაქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ რადგან ფიქრობენ, რომ ისინი აბუნტდებიან რაც არასწორი დამოკიდებულებაა“ - გვითხრა ნონა სამხარაძემ გენდერის სპეციალისტის თქმით, გოგოების მოტაცებას ცნობიერების დაბალი დონე და განათლების დეფიციტიც განაპირობებს. "გენდერული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კაცს ჰგონია, რომ ქალი არის მისი საკუთრება რომლის თავისუფლების აღკვეთაც შეუძლია“ - თქვა ნონა სამხარაძემ მარენულელი გოგოს გატაცების ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველი, უწყებაში გატაცების ფაქტის დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ. სახალხო დამცველის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ძალიან მწვავედ დგას ადრეულ ასაკში ქორწინების, ნიშნობების, პრაქტიკა და ტენდენციად იკვეთება ქორწინების იძულების შემთხვევები და ფიქსირდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებიც. "სახალხო დამცველის მხრიდან პრობლემადაა მიჩნეული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ დანაშაულებზე სათანადო რეაგირება. კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევებიც, ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. არასათანადო რეაგირება, რა თქმა უნდა, ახალისებს ამგვარ დანაშაულებს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის იმის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ რაიმე პასუხისმგებლობას არ დადგება“. - გვითხრა მარიამ გვიდიანმა სახალხო დამცველის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში განაცხადა, რომ ამდაგვარ შემთხვევებზე მაშინ ძლიერდება მუშაობა და ხდება რეაგირება, როდესაც ფაქტი გახმაურდება. ხოლო შემდგომ, როდესაც ფაქტი გარკვეულწილად ჩრდილქვეშ ექცევა, ამ მიმართულებით მუშაობა სუსტდება. მარიამ გვიდიანის განცხადებით, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე რეაგირების გრძელვადიანი სტრატეგია ან სახელმძღვანელო დოკუმენტი არცერთ უწყებას არ აქვს.#ქალისმოტაცება #აქტივისტები #მარნეულიწყარო: რადიო მარნეული #ახალიამბები
Mamuka Zhvania
Tbilisi · 3 months ago
მაინტერესებს აქ თემატური ჯგუფები იქმნება? მაგალითად ტურიზმი.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 days ago
ვინ წამოიყვანა თეთრმა „პრიუსმა“ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს არაგვის ხიდიდან?
19 წლის ფეხბურთელის. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი მანქანა, თეთრი „ტოიოტა პრიუსი“ გამოჩნდა, რომელმაც 19 ივნისის ღამეს, არაგვის ხიდიდან, ანუ სწორედ იმ ტერიტორიიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, ორი ახალგაზრდა წამოიყვანა თბილისში და "ნახალოვკაში" დატოვა. ამ ახალგაზრდების მანქანაში ჩასხდომის დრო ზუსტად ემთხვევა მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის დასრულების დროს. "რადიო თავისუფლების" მიერ მოპოვებული საქმის მასალებში, გამოძიებისათვის მიცემული ორი ჩვენება დევს. ჩვენებები 3 ივლისით თარიღდება. ჩვენებას აძლევს ავტომობილის მძღოლი და მისი მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ჩვენება იდენტურია. ისინი ზუსტად ერთნაირი სიტყვებით აღუწერენ გამომძიებელს 19 ივნისის ღამეს არსებულ სიტუაციას. მაგალითად, იდენტურია წინადადებები: „როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30“; „ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე“; „გვთხოვეს, თუ შეგვეძლო ისინი გაგვეყვანა „ნახალოვკაში“, კიკვიძის ბაღის მიმდებარედ“ და ა.შ. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენებები კოპირებულია. „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლის ჩვენების თანახმად, ის და მისი მეგობარი, 18 ივნისს, 23 საათისთვის, თბილისიდან ჭიათურის მიმართულებით გაეშურნენ. თუმცა, გორთან ახლოს მანქანას პრობლემა შეექმნა და უკან მობრუნება გადაწყვიტეს: „გზაზე, მცხეთასთან, როდესაც გავიარეთ ხიდი, გზაზე დავინახეთ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც იქნევდნენ ხელს და ცდილობდნენ გაეჩერებინათ მანქანა. იყო ღამის საათები, გვქონდა ადგილი და ადამიანურად გავუჩერეთ მათ მანქანა. როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30 საათი. მე მანქანა გავაჩერე ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მარჯვენა მხარეს, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე. ის ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს თბილისამდე ჩაყვანა. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა აღნიშნული ორი პირისა, იმ ადგილზე, მის მიმდებარედ, მე სხვა პირები არ დამინახავს, ასევე არ შემიმჩნევია იქვე გაჩერებული ავტომანქანა. ისინი დასხდნენ უკანა სავარძელზე. მე რამდენიმე წუთით გადმოვედი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომლის შემდგომაც წამოვედით თბილისში“. „ტოიოტა პრიუსის“ მძღოლი ყვება, რომ ერთ-ერთმა ბიჭმა მას მუსიკის ხმამაღლა აწევა სთხოვა და ამიტომ არ გაუგია, რას ლაპარაკობდნენ უკანა სავარძელზე მსხდომი ბიჭები, რომელთა ასაკიც, მისი შეფასებით 18-20 წელი იყო. ამავე ჩვენების თანახმად, ახალგაზრდები მათ „ნახალოვკაში“, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან ჩამოსვეს. მძღოლის დახასიათებით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ჰქონდა გრძელი თმა და იყო სუსტი აღნაგობის. მეორე პირის გარეგნობა არ ახსოვს. ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდზე, ზუსტად იმ პერიოდში იმყოფებოდნენ, როდესაც შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, გამოიკითხნენ თუ არა ისინი, საქმის მასალებიდან ეს, ჯერჯერობით, არ ჩანს. ცნობილია, რომ გიორგი შაქარაშვილთან მყოფი ხუთი ახალგაზრდიდან, ერთი, ფოტოგრაფი, თბილისში საპატრულო ეკიპაჟმა წამოიყვანა; მეორემ, კონსტანტინე ღიბრაძემ, თავდასხმისას ტაქსი გააჩერა და ტაქსით ჩამოვიდა თბილისში; მესამეს და მეოთხეს - ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი ქათამაძეს, ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ჩააკითხა მცხეთაში და წამოიყვანა; ხოლო მეხუთე, შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, თავად თავდამსხმელებმა, ჩამოიყვანეს თბილისამდე. შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. წყარო: "რადიო თავისუფლება"
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
სანამ ჩვენ ვრჩებით შინ, ისინი რჩებიან გარეთ
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უხილავ მტერს, კორონავირუსს ებრძვის, საზოგადოების ნაწილმა ბრძოლა არარსებულ მტერს - შინაურ ცხოველებს გამოუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსით ცხოველის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გახშირდა მიუსაფარი ცხოველების სასტიკად მოპყრობისა და შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები. ადამიანთა გარკვეული ნაწილი პანიკამ მოიცვა, ისინი უარს ამბობენ ოთხფეხა მეგობრებზე, წყვეტენ მათზე ზრუნვას, ყრიან სახლიდან, აგდებენ ქუჩაში და ამით ისხნიან ყოველგვარ მზრუნველობით თუ სოციალურ პასუხიმსგებლობას. სპეციალისტებისა და ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, საგრძნობლად გაიზარდა ძაღლებისა და კატების თავშესაფრებში ჩაბარების მსურველთა რიცხვიც - ადამიანთა ნაწილი მიზეზად კორონავირუსის გავრცელებით პროვოცირებულ შიშს ასახელებს, მეორე ნაწილი კი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ უსახსრობასა და შინაური ცხოველის შენახვის უუნარობას. ჩნდება კითხვა, რატომ შეიქნა მსგავსი აჟიოტაჟი, თუკი ცხოველების გზით დაინფიცირების საშიშროება არ არსებობს? უპირველეს ყოვლისა, ეს ყალბი, გადაუმოწმებელი და არასრული ინფორმაციის გავრცელდებას უკავშირდება. მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშე დგას, ადამიანების ემოციური წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ამ ვითარებაში კი სიცრუისა და ცრურწმენების გავრცელებისთვის ერთგვარად სასათბურე პირობებიც იქმნება - შიშის დომინანტობის დროს ადამიანების დიდი ნაწილი კარგავს რაციონალური განსჯის უნარს, ყვება პანიკას და მარტივად იჯერებს ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას. ცხოველებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დამახინჯდა რეალობა, რამაც გავლენა მოახდინა ცალკეული ინდივიდების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია ჰონკ-კონგში ძაღლის, ბელგიაში კატისა და ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკის ვეფხვის დაინფიცირების შესახებ. საგულისხმოა, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული ფაქტი საბოლოოდ გამოკვლეული და დადასტურებული არ არის. არსებობს ჰიპოთეზები, მიმდინარეობს კვლევები, თუმცა დღემდე არ არსებობს არანაირი მეცნიერული დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს ცხოველები ნამდვილად დაავადდნენ კორონავირუსით. მიუხედავად ამისა, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა აღნიშნული შემთხვევები უკვე დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინეს. საგულისხმოა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის სხეულის ზედაპირზე აღმოჩნდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მათ მიერ ვირუსის მატერებლობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კოვიდ 19 სხვადასხვა ზედაპირზე რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ცოცხლობს, ამ მხრივ გამონაკლისი კი არც ცხოველები არიან. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ძაღლები ვირუსის გავრცელებისთვის იგივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც კარის სახელურები ან ჩვენივე მობილური ტელეფონები, თუკი არ დავიცვათ რეკომენდაციებს. რაც შეეხება ჰიგიენას, პანდემიის პირობებში პრობლემები წარმოიშვა ცხოველთა მოვლა-დეზინფექციის კუთხითაც. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცხოველებს ამუშავებს ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებებითა და ძლიერი ქიმიკატებით, რაც რეალურად აზიანებს მათ ბალანსა და კანს, საფრთხეს უქმნის ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. უფლებადამცველი ორგანიზაციები და ვეტერინარები მოგვიწოდებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დეზინფექციის მიზნით არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რომლითაც თავად ვიცავთ თავს - უარი ვთქვათ სპირტის შემცველ სითხეებზე და გამოვიყენოთ ქლორჰექსიდინის 1%-იანი ხსნარი, რომელიც უსაფრთხოა და არ შეიცავს ცხოველის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს. საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ყოფა განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი - შეიზღუდა ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ამასთანავე დაიხურა საკვები ობიექტები და კაფე-რესტორნები, რამაც მიუსაფარი ცხოველები საკვების გარეშე დატოვა. გარდა ამისა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გაცილებით სწრაფად იცლება ნაგვის ბუნკერებიც, რომელთა მეშვეობითაც ძაღლები და კატები ნაწილობრივ მაინც ახერხებდნენ გამოკვებას. დამძიმდა ტრასებსა და გზებზე მყოფი ცხოველების ყოფაც, რომლებიც ძირითადად, გამვლელებისა და საკვები ობიექტების თანამშრომლების მიერ პურდებოდნენ. მიუხედავად შექმნილი კრიტიკული ვითარებისა, მაინც მოიძებნენ ადამიანები, რომლებთაც უყვართ ცხოველები და გული შესტკივათ მათზე. სწორედ პრობლემის შეძლებისდაგვარად მოგვარებისთვის ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სახელად - „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“, რომლის მიზანსაც პანდემიის პერიოდში მიუსაფარი ცხოველების გამოკვება და მათ ფიზიკურ გადარჩანაზე ზრუნვა წარმოადგენს. გაიხსნა სპეციალური ანგარიშიც. შემოსული თანხით ჯგუფის აქტივისტები ცხოველებისთვის ყიდულობენ საკვებს, რომელსაც შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანაწილებენ. ნებისმიერი პირი, რომელიც უვლის და პატრონობს შინაურ ბინადარს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ოთხფეხა მეგობრის ყოლა გულისხმობს მისთვის ყურადღების, მზრუნველობისა თუ სიყვარულის გაზიარებას და არა სასტიკ, არაჰუმანურ მოპყრობას. თუკი ვამბობთ, რომ „ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია“, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეგობრობა პირველ რიგში სწორედ პასუხისმგებლობას, ზრუნვასა და ერთმანეთის დაცვას, ჭირში ერთად ყოფნას გულისხმობს, მათ შორის ისეთ გლობალურ ჭირშიც კი, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა.#ცხოველები #კორონავირუსი #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 days ago
არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, ტელეშოუების დასადგმელად დაკითხეს - შაქარაშვილის ბიძა
იკითხება იმის გამო, რომ დაიდგა ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვები 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ავთო ბილანიშვილის იგივე ,,კაწროს" დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. ნიკოლაძე გავრცელებულ ვიდეომასალაში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს“ არსებობას უარყოფს. ნიკოლაძე იმ ვერსიასაც არ ეთანხმება, რომ შაქარაშვილის ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში მიკროავტობუსში იყო. შაქარაშვილის ბიძის ინფორმაციით, ყველა პირი, რომელიც ვიდეოკადრებში ფიგურირებს, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია. „საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, რა კავშირი აქვს რომ საქმის მასალებიდან მისი კავშირი არ იკვეთება საქმესთან. მე ვვარაუდობ, იკითხება იმის გამო, რომ დაიდგა ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვები 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი. რამდენადაც მე ვიცი, ყველა იდენტიფიცირებულია და ტარდება ამომწურავი მოქმედებები. როდესაც გავლენ ბოლოში, გააკეთებენ იმედია განცხადებას. თუ ამბობენ კაწროაო, თავიც და ბოლოც ამ საქმეში უნდა დაკითხო, აბა რა უნდა ქნა, მერე გეტყვიან რომ ხელს აფარებ“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მამუკა ხაზარაძე - ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლა
ვაპირებ ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ,,ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მრწამსისა და დამოკიდებულებებისა, ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად. დღეს ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაპირებ, ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ასევე, მივმართავ და მოვუწოდებ ჩემს ყოფილ ბიზნეს პარტნიორებს და მეგობრებს - გავერთიანდეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ექიმებისგან სამოქალაქო გმირობის მაგალითებს, ასევე სამოქალაქო თვითორგანიზებას, რომელიც მისაბაძი და მხარდასაჭერია. მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანებმა შექმნეს ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნავენ. Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელიც ახდენს მოხალისეების მობილიზებას, მუშაობს ვებგვერდი, რომელიც იმ მოსწავლეებს ეხმარება ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და დისტანციურ გაკვეთილებს ვერ იღებენ, ბიზნეს-ომბუდსმენთან იქმნება საკოორდინაციო პლატფორმა. ყველა ასეთი ინიციატივა მისაბაძია. ვუერთდები და მივესალმები. მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე დაყადაღებული მაქვს პირადი ანგარიშები, - ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ! - ერთობით ჩვენ ამ განსაცდელზე გავიმარჯვებთ!’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 2 weeks ago
პატიმრების ამჟამინდელი მდგომარეობა ციხეში
საქართველოში პატიმრები ოდითგანვე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, რასაც 2012 წელს გავრცელებული კადრებიც ადასტურებს, თუმცა მას შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად არ გამოსწორებულა. ისევ მიმდინარეობს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა როგორ ციხის "ბადრაგების" ასევე მასში მყოფი "ავტორიტეტების" მხრიდან. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შესაბამის ყურადღებას არც ექიმები იჩენენ პატიმრების მიმართ. სტატია მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, შესაბამისად მასში ასახული ფაქტები დადასტურებული და ვალიდურია, ახლა კი განვიხილოთ თითოეული ცალცალკე. ციხის თანამშრომლების მხრიდან ხშირია პატიმრებზე როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. ხშირად ფიქსირდებეა "ხელის წამორტყმა" , მკერდში დარტყმა. დაკვირვების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ რამოდენიმე პატიმარი სპეციალურად ჰყავთ "დაგეშილი" იმისათვის, რომ სხვებს ფიზიკურად გაუსწორდეს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, პატიმრების მიმართ ხშირად გამოიყენებენ შემდეგ ფრაზებს "ჩაიკმინდე ხმა", "შეათრიე საკანებში" და "შედენე საკნებში", ამას გარდა, არსებობს სხვა სპეციფიკური ტერმინები, ასევე საგანგაშოა უსაფრთხოების მიზნით პატიმრების დეესკალაციის ოთახში გამოკეტვა, რაც არაერთხელ აღინიშნა და დადასტურდა, რომ ცუდი პრაქტიკაა, თუმცა მას დღემდე ხმარობენ, ხოლო ამ ოთახებში პატიმრებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. ეს პატიმრების "დასჯის" ერთგვარი მეთოდია. ციხეში ხშირია პატიმართა შორის ფიზიკური ძალადობაც, რომლის მიზეზი შეიძლება გახდეს პირადი, მაგალითად სხვისი ნომრის, სიგარეტის ან საკვების გამოყენება. პატიმრების ცნობით, თუ თანამშრომელი უშუალოდ არ შეესწრო ამ ამბავს, მაშინ იგი ვერ იგებს მის შესახებ, რაც ხელს უწყობს შიდაფიზიკური დაპირისპირებების გაღვივებას, რასაც საკმაოდ ცუდი შედეგი მოაქვს. ამ დროს იქმნება იერარქიები "სწორმართალთა" შორის. გარდა ფიზიკური ძალადობისა, დაწესებულებები ასევე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებით ხასიათდება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც კრიმინალური სუბკულტურა საკმაოდ მძლავრია. "ძველების" მიერ რეპრესიების შიშით, პატიმრები იძულებულნი არიან დაიცვანი არაფორმალური წესები, რაც მათთვის მიუღებელი ხდება და იწვევს ადამანის ღირსების, სტატუსისა და პატივისცემის დაკარგვას. რაც შეეხება დახურული ტიპის დაწესებულებებს, იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი პატიმარი ცდილობს "დააყურადოს" ციხე, გახდეს ერთგვარი "მაყურებელი", ასეთ ციხეებში განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება შიდაიერარქიები, ძალადობა და ა.შ. აქ ყველაზე საინტერესოა თვითონ ექიმების როლი, რომლებიც დაზარალებული პაციენტების შესახებ ინფორმაციის დოკუმენტაციას არ ახდენენ, როგორც ამას სამხარაულის ბიურო და საქართველოს პარლამენტი ითხოვს. არ ხდება შესაბამისად მათი ჰოსპიტალიზაცია, ამიტომ სრული ინფორმაცია ციხეში არსებულ დაზარალებულთა შესახებ არ მოიპოვება, რაც საგანგაშოა. პირველად საქართველოში 2012 წლის "ციხის კადრებმა" აღძრეს ემოციური დამოკიდებულება ციხეებსა და საკნებში მყოფი პატიმრების შესახებ, საზოგადოება მიხვდა, რომ ციხეში ადამიანებზე უდიდესი ფსიქოლოგიურ/ფიზიკური ძალადობა მიმდინარეობს. ამ კუთხით თითქოს გვაქვს გარკვეული წინსვლა, თუმცა სანამ ციხეში ისევ იქნებიან იქამდე არსებული მოძალადეები, იარსებებს შიდა დაპირისპირება, ქაოსი და ძალადობა, რაც ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას მთლიანად ანგრევს და ანადგურებს.
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
„ამ განცხადებებით, საკუთარი თავების და ზრახვების ლუსტრაციას ახდენთ“! - ვის მიმართავს თენგიზ ცერცვაძე
“პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. „პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ.რამდენადაც მე მკურნალი ექიმი გახლავართ, ჩემს პოსტში შევეხები მხოლოდ ამ პოლემიკის კლინიკურ ასპექტებს. ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა?! COVID-19-ის ეპიდემიასდა კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას. რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოქმედების გეგმა ეპიდემიის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, არ გაკეთებულა ქვეყანაში არსებული სამედიცინო რესურსების (საწოლები, მათ შორის რეანიმაციული საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვ.) შეფასება და ანალიზი, არ მომხდარა სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგები და ა.შ. მოკლედ, არაფერი არ გაკეთებულა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად იყო ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის, და ბუნებრივია, ჰქონდა მრავალ საფეხურიანი გეგმაც და საჭიროების (ეპიდემიის სხვა სცენარით განვითარების) შემთხვევაში გათვალისწინებული იყო გაცილებით უფრო სერიოზული კლინიკური რესურსის მობილიზება. მაგრამ გასული სამი თვის მანძილზე ეპიდემიის განვითარების რეალური სცენარის პირობებში, გამოიყენა მხოლოდ ის რესურსი და განახორციელა ის ღონისძიებები, რაც სავსებით საკმარისი იყო დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომელიც საქართველომ დადო, მათ შორის კლინიკურ სექტორში. მოსახლეობის ერთ მილიონზე გადაანგარიშებით საქართველოს სადღეისოდ ევროპის 49 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი რიცხვი - 3,5, რაც 100-ჯერ, 200-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით. ან კიდევ საქართველოში სულ გარდაცვლილია 14 ავადმყოფი, რაც შეადგენს დადასტურებული შემთხვევების (888) 1,57%-ს, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე უეკთესი მაჩვენებელია ევროპაში. ასე მაგალითად, ევროპაში სამაგალითოდ მიჩნეულ გერმანიაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 4,73%-ს, აშშ-ში - 5,45%, ინგლისში - 14,08%-ს, საფრანგეთში - 18,73%-ს და ა.შ. ეს არ არის არც პროპაგანდა და არც ცარიელი სიტყვები. ნებისმიერ მსურველს ადვილად შეუძლია მოიძიოს, რომ ეს ნამდვილად ასეა და რამდენადაც სწორედ ეს არის კლინიკური სექტორის მზაობის მთავარი განმსაზღვრელი (მაჩვენებელი), აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა. საგულისხმოა აგრეთვე, რომ საქართველოში COVID-19-ით 888ავადმყოფიდან სულ გარდაიცვალა 14 ავადმყოფი (1,57%), მაშინ როცა უცხოეთში მცხოვრები 118 COVID-19-ით ქართველი პაციენტისგან 16 გარდაიცვალა (13,56%) და ეს არა სადღაც აფრიკაში, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, აშშ-ში და ა.შ. სკეპტიკოსების საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ, აგრეთვე, შემდეგი: საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, „საათივით გამართულად“ მუშაობდა და მუშაობსპაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო სამედიცინო დახმარება --- სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი --- ე.წ. ცხელების ცენტრი ---- COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 24 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს- პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კორტიკოსტეროიდები, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე. გულზე ხელი დაიდეთ და სთქვით - რა სიტუაცია იყო და არის ამ თვალსაზრისით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საქართველოსაზე შეუდარებლად ძლიერია: COVID-19-ით შესაძლო ავადმყოფები ხშირად საერთოდ ვერ აღწევდნენ ექიმებამდე; ტესტი COVID-19-ზე არაიშვიათად მათ საერთოდ არ უტარდებოდათ ან თუ უტარდებოდათ - პასუხს იღებდნენ 1-2 კვირის შემდეგ (თვით პრეზიდენტი ტრამპი ორი დღე ელოდებოდა ტესტის პასუხს); კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე 2-3 კვირიანი რიგები იდგა, საავადმყოფოებში საწოლები არ ყოფნიდათ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი; ვერ აუდიოდნენ დაკრძალვებს და ა.შ. მინდა მოგმართოთ ერთი ძალიან სერიოზული კითხვით: თქვენ რომ ყოფილიყავით გადაწყვეტილების მიმღებიდა გაგეკეთებინათ ყველაფერი ის (თუ რეალურად შესძლებდით), რის არგაკეთებასაც ჩვენ გვაყვედრით - რა შედეგს დადებდით COVID-19-ის ეპიდემიის მართვის მხრივ მთლიანობაში და ავადმყოფების კლინიკური მართვის და გადარჩენის მაჩვენებლების მხრივ კონკრეტულად? იქნებოდა ეს შედეგები იმაზე უკეთესი, ვიდრე საქართველოს დღეს აქვს? ნუთუ ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც უაპელაციოდ იწუნებენ ქვეყნის მიერ COVID-19-ის ეპიდემიის მართვის და მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის საქმიანობას, რომელსაც მთელი დანარჩენი მსოფლიო მაღალ შეფასებას აძლევს, რომ ამით თავისი თავის და თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვების ლუსტრაციას ახდენენ. დასკვნების გაკეთება საზოგადოებას მივანდოთ. – წერს თენგიზ ცერცვაძე.