21 წლის ფეხბურთელი კორონავირუსის გამო გარდაიცვალა

ByM.m.m.Georgia
0
ესპანური სამოყვარულო კლუბის, ატლეტიკო პორტადა ალტას ახალგაზრდა ფეხბურთელი, ფრანსისკო გარსია, კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. ფეხბურთელი მხოლოდ 21 წლის იყო. სამოყვარულო გუნდის გარდა, ის ბავშვთა აკადემიის მწვრთნელი იყო. გარსია რისკ ჯგუფში იყო, რადგან მას ერთ-ერთი ონკოლოგიური დაავადებაც სჭირდა. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ფეხბურთელის ორგანიზმში ახალი ტიპის COVID-19 არსებობა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და თავს კარგად გრძნობდა, დიაგნოზის დასმის შემდეგ რამდენიმე დღეში, გასულ კვირას გარდაიცვალა. ფრანსისკოს ახლობლებსა და ოჯახის წევრების მისი ქალაქის მთავარმა კლუბმა, მალაგამ უკვე მიუსამძიმრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარსია კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.
#კორონავირუსი
#coronavirus
#football
#spain
#news
#sport
#სპორტი
ByM.m.m.Georgia
0