მსოფლიო მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს მსოფლიო მასშტაბით 862 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 181 994-ს მიაღწია, რომელთა ნახევარზე მეტი, 86 434 კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთაა რეგისტრირებული.
საერთო ჯამში, ვირუსს 7 141 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან კი 78 998 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ახალი ტიპის კორონავირუსი 141 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.
#stopcovid19
#covid19
#world