საჩხერის საავადმყოფო

0
6 მარტს ისევ მომიწია საქართველოს დატოვება. ჯერ ჩავედი ესპანეთში, მერე პორტუგალიაში, მერე ბელგიაში და ბელგიიდან საქართველოში. მოვლენები წასვლიდან 5 დღეში საოცრად შეიცვალა. გამოცხადდა მსოფლიო პანდემია და ბელგიში ჩასვლამდე თითქმის ყველა ფრენა გაუქმდა მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. პირდაპირი მნიშვნელობით გამოვასწარი ბელგიიდან. ფრენა საკმაოდ დამთრგუნველი იყო, ჯერ ის რომ მოვასწარით ბოლო რეისით გამომგზავრება და მეორეც ის, რომ ყველა მგზავრს განსაკუთრებული შიში ეხატა სახეზე. აეროპორტში დამხვდა სრული და საოცრად მობილიზებული პერსონალი. სიცხე დამიფიქსირდა 37, 7 სიცხე (სავარაუდოდ აპარატის შეცდომა იყო), რის გამიც ჯერ კარავში, შემდეგ სასწრაფოთი საჩხერის საავდმყოფოში გამომიყვანეს. პერსონალი თან მყვება, ცდილობენ მაქსიმალური კომფორტი შემიქმნან. ზოგადად ძალიან მადლიერი და გაოცებული ვარ საქართველოს ვირუსთან ბრძოლის საითხს რაც ეხება ყველაფრით, მართლა ძალიან მაგრად მუშაობენ ?? სიცხე აღრა დამფიქსირებია ამის მერე, გამიკეთეს გამოკვლევები და კარგი პასუხების კიუხედავად, ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომ ამიღონ ნაცხი და გამოვრიცხოთ საბოლოოდ კორონა ვირუსი ✊?
#new
#coronavirus
#mystory
0