5 votes
0 comments
0 shares
Save
"გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს"- აეროპორტის თანამშრომელი წერილს აქვეყნებს
38 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ წერს.

ანდრო კიკაბიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"რაც არუნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოვედლღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი. ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს, რა ხდება.

ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა:

-იტყუება საზღვარზე თავისი მოგზაურობის ისტორიას

- იტყუება სიმპტომებს და დალევენ სიცხის დამწევებს (დალიე აბა რაუნდაქნა სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მარა რომ ჩამოხვალ თქვი!)

-ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და რა თქმა უნდა აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და იბლატავებს როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი)

- პანიკებში ვარდება როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ბლატაობს, იფარჩხება და ა. შ.

- გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ) შეიგნეთ რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში.

-უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ, შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადადონ, იმიტომ რომ უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადადებოდა და არც იცის.

-"6 საათია გზაში ვარ 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს, ეს რა უბედურებაა რა მომსახურეობაა, არანაირი კომფორტი" (რა კომფორტი!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები) ამ დროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში, 5-ს ერთად.

- რო ვნერვიულობ სიცხე მიწევს

- მე სულ 37.5 მაქვს სიცხე

- იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან)

- არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა....

- არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ!

ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია!

გთხოვთ ყველას ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისთვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდშიდგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გამცდარები თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით რასაც გეუბნებიან, დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფიცირებული როა დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა, უბრალოდ იცოდეთ მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით.

არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რო თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო!

გააკეთეთ ის რასაც გეუბნებიან თუარადა დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კაი ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით.

გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!"- წერს აეროპორტის თანამშრომელი.

#stopcovid19 #georgia #covid19
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
გიორგი
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მო
"რაც არუნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით, რომელსაც ყოვედლღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებულნი. ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს, რა ხდება. ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა: -იტყუება საზღვარზე თავისი მოგზაურობის ისტორიას - იტყუება სიმპტომებს და დალევენ სიცხის დამწევებს (დალიე აბა რაუნდაქნა სიცხიანი ხომ არ იმგზავრებ, მარა რომ ჩამოხვალ თქვი!) -ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და რა თქმა უნდა აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და იბლატავებს როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი) - პანიკებში ვარდება როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ბლატაობს, იფარჩხება და ა. შ. - გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ) შეიგნეთ რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში. -უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ, შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადადონ, იმიტომ რომ უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადადებოდა და არც იცის. -"6 საათია გზაში ვარ 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს, ეს რა უბედურებაა რა მომსახურეობაა, არანაირი კომფორტი" (რა კომფორტი!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები) ამ დროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში, 5-ს ერთად. - რო ვნერვიულობ სიცხე მიწევს - მე სულ 37.5 მაქვს სიცხე - იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან) - არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა.... - არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ! ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია! გთხოვთ ყველას ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისთვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდშიდგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გამცდარები თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით რასაც გეუბნებიან, დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფიცირებული როა დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა, უბრალოდ იცოდეთ მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით. არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რო თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო! გააკეთეთ ის რასაც გეუბნებიან თუარადა დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კაი ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით. გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!"- წერს აეროპორტის თანამშრომელი. #news
Maks Leo
Istanbul, Turkey · 10 months ago
Bosphor
Nano Sport
Kutaisi, Georgia · 4 weeks ago
დიეგო კოშტამ "ბილბაოს" წინააღმდეგ გატანილი გოლი, "ატლეტიკოს" ქალთა გუნდის ფეხბურთელს, ვირჯინიას მიუძღვნა, რომელმაც მაისში ტვინის სიმსივნე გადაიტანა 👏❤ Respect 👏 #news #opinion #photo #sport
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ლევან რატიანმა ჩემთან ინტერვიუში უხეში შეცდომები დაუშვა - გვარამია
ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენრალური დირექტორი ნიკა გვარმია, facebook-ში წერს, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მასთან ინტერვიუს დროს დაუშვა უხეში შეცდომები. “მეგობრებო, მე არც ვირუსოლოგი ვარ, არც ექიმი და არც ბიოლოგი. ლევან რატიანთან ინტერვიუში დავსვი ყველა შეკითხვა, რაც მაინტერესბდა მეც და, ვიმედოვნებ, საზოგადოებასაც. მგონია, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ბევრი რამ ახალი გავიგეთ კორონა ვირუსზეც და ბატონ რატიანზეც. ლევან რატიანმა შეცდომები დაუშვაო, მწერენ. რამდენიმეს მეც მივხვდი და ჩავეკითხე, მაგრამ ეთერში ლიკბეზით ვერც და არც დავკავდებოდი მედიცინის პროფესორის მედიცინაში-ბიოლოგიაში გასანათლებლად. ბევრი საკითხი ჩემი ცოდნის მიღმა იყო და მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ დავადგენ, შეცდომა იქნა დაშვებული თუ არა. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი ინტერვიუს შემდეგ, საზოგადოება უფრო მყარად და მკაფიოდ პოზიციონირებს ჩემი რესპოდენტის და ინტერვიუს თემის მიმართაც. რა მიმართულებით წავიდა ეს პოზიციონირება, ჩემი “ბრალი” და არც ამოცანა არ ყოფილა/არის. აქვე ვაქვეყნებ ჩემთვის მოწერილ მითითებებს, რესპოდენტის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებზე. ჩემი აზრით, ყურადსაღებია და თუ ბატონი Levani Ratiani ჩათვლის საჭიროდ პასუხის გაცემას, ეთერს ისევ დავუთმობ. ისე, რატიანის არაანონიმურ კრიტიკამდე ჩვენი ექიმები ჯერ ვერ მივიდნენ, გულში აგინებენ და მე მწერენ, პასუხი როგორ ვერ გავეცი . ვირუსებს არაერთხელ უწოდა “უჯრედები”. ეს ისეთი უხეში შეცდომაა ბიომედიცინაში, მაგალითად, ასტრონომიაში პლანეტებს ვარსკვლავები რომ ვუწოდოთ. ვირუსი არაუჯრედული (სუბუჯრედული) წარმონაქმნია და ნებისმიერ უჯრედზე გაცილებით პატარა და მარტივია. უჯრედი ცოცხალია, ვირუსი – არაცოცხალი (რამდენადაც საკვირველი არ უნდა გეჩვენოს). ვირუსი უჯრედის “შიგნით” მრავლდება. . ეოზინოპენია ლიმფოპენიასთან პარალელურად უკვე თებერვლიდან არის ცნობილი და ის არანაირად არ წარმოადგენს “ქართულ” ფენომენს. თებერვალში ამაზე უკვე გამოქვეყნებული ქონდათ არაერთი სტატია ჩინელებს. . კორონავირუსს მაღალი მუტაციის უნარი არ გააჩნია და სრულიად არარელევანტური იყო მუტაციის დასახელება სამკურნალო პრეპარატის არქონის მიზეზად. ესეც ძალიან უხეში შეცდომაა. . გრიპის ვირუსი გაცილებით უფრო მაღალი მუტაციით ხასიათდება, ვიდრე კორონავირუსი. ამიტომ უხეში შეცდომა იყო დაშვებული ღორის გრიპის ვირუსის უფრო ნაკლებად მუტირებად ვირუსად დასახელება. . ჰიდროქსიქლოროქინის და აზიტრომიცინის კომბინაციაზე ძალიან ბევრი კრიტიკაა და ისევ ამ კომბინაციის წარმოჩენა როგორც წამყვანი მკურნალობა, არ არის სწორი. . კორონავირუსი რნმ ვირუსია და არა დნმ ვირუსი (თქვენს საუბარში გაჟღერდა, რომ დნმ ვირუსიაო). . PCR ტესტებზე სრული აბრაკადაბრა იყო”. – წერს ნიკა გვარამია.
The Daily Georgia
Tbilisi, Georgia · 11 months ago
"გადავწყვიტე გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა"- ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე წერს: “მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია. ბევრ ფიქრს მოყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის პატრიოტებთან და დემოკრატიის გულშემატკივრებთან. გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი. ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ. ბოლო მოვლენების შემდეგ, უკიდურესად დაღლილმა, ერთად ერთი დღის განმავლობაში ვიფიქრე ქვეყნიდან წასვლაზე და დალაგებულ ცხოვრებაზე მშვიდ ქვეყანაში. ახლა, ამ დღის გამო, საჯაროდ ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ყველას, ვინც ელოდით ჩემს გადაწყვეტილებას, ვინც გულშემატკივრობთ ჩემს საქმეს, ვინც ფიქრობთ, რომ პატრიოტებმა და მედასავლეთეებმა ქვეყანა არ უნდა დავთმოთ, ვინც ჩემს თანაგუნდელად მოიაზრებთ საკუთარ თავს. თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის :) ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი, ვინც გულშემატკივრობთ ჩვენს საქმეს; ვინც ფიქრობთ, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს სიმართლის ხმამაღლა მთქმელის და სამართლიანობის გუშაგის გარეშე; ვინც ფიქრობთ, რომ დემოკრატიას სხვაგვარად მომავალი არა აქვს; ვინც ფიქრობთ, რომ სწორს ვაკეთებთ, რომ არ ვთმობთ და ბრძოლას განვაგრძობთ; ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი გზა დასავლეთია და ამაზე ყოველდღე უნდა ვილაპარაკოთ; ვინც ფიქრობთ, რომ დამნაშავე თანამდებობის პირების მხილება მედიის მთავარი საქმეა და დიდი საზოგადოებრივი სიკეთე; ვინც ფიქრობთ, რომ სამართლიანი ეგზიტპოლი არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია; ვინც ფიქრობთ, რომ გამარჯვება რეალურია და იგი ახლოსაა; ვინც ფიქრობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში. საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ :) წარმატებები ჩვენს ერთობლივ ბრძოლას! ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება!”- წერს ნიკა გვარამია.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 week ago
დავით ზალკალიანი: ​უნგრეთთან წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა
ის მიღწევა, რომელი გვაქვს, როგორც უნგრეთს, ასევე საქართველოს, პამდემიასთან ბრძოლის კუთხით, არის გასაფრთხილებელი და შესანარჩუნებელი იმისთვის, რომ პირველ რიგში, ზიანი არ მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს. მათი ჯანმრთელობა და მათი უსაფრთოება არის უპირველესი საზრუნავი და დღეს ჩვენ ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად საკითხზე, რომელიც უპრეცენდენტოდ მაღალია და ქვეყნებს შორის არ არის, ღია, პრობლემური საკითხები. „წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლოა გაღრმავდეს და ვიხილოთ მეტი უნგრული კომპანია საქართველოში. ჩვენთან არის „ვიზეარი“, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოში. ის აგრძელებს საქმიანობას, არის და იქნება საქართველოში და ის გააგრძელებს კავშირების გამყარებას როგორც უნგერეთთან, ისე ევროპასთან, საქართველოს მოქალაქეების წვდომის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ასევე უნგრული კომპანიების მონაწილოება საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტულ პროექტში და ჩვენ ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე მომავალში“- განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსა და დამატებით პროტოკოლს განათლების სფეროში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენტიის მინიჭებაზე და ასევე კულტურული თანამშრომლობის კუთხით. „რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, დეტალურად გავაცანი მინისტრს არსებული სიტუაცია, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და კიდევ ერთხ ვისაუბრეთ, რომ ერთადერთი ეფექტიანი საშუალება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსლიდაცია, სადაც უნგრეთი არის ჩემპიონი საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით“- განაცხადა ზალკალიანმა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Nino Kakulia
Poti, Georgia · 2 months ago
აქ მოხუცების ადგილი არ არის ( ჩემი შეფასება)
ფილმი იწყება შერიფის სიტყვებით და მთავრდება მისივე ეპილოგით, რაც კიდევ ერთხელ გვიხსნის, რომ ფილმის მთავარი გმირი არის შერიფი (ასაკიანი კაცი, რომლისთვისაც ადგილი ამ ქვეყანაზე უკვე არ არის). სიზმარში ორ სიზმარს ყვება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია რაღა თქმა უნდა მთელს ფილმთან და იდეასთან, რომელიც ფილმში არის ჩადებული. მთელი ფილმი სავსეა სიმბოლიზმით და მეტაფორებით, აქედან გამომდინარე მე მგონი სიზმრის მოყოლით ფილმის დასასრულის გაკეთება კიდევ ერთი გენიალური აზრი იყო. პირველი სიზმარში შერიფი მისთვის მინდობილ ფულს კარგავს, ამას იმით ავხსნი, რომ მან დაკარგა შეგურის საქმეზე კონტროლი და საბოლოო ჯამში "დამარცხდა", მაგრამ არის მეორეც რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფული რომელსაც ეშმაკი იყენებს ხალხის სიხარბის გასაღვივებლად შერიფს არ აინტერესებდა თავიდანვე. დავაკვირდეთ ახლანდელ ცხოვრებას, ფულის მიმართ სიხარბე თუ არ გამოძრავებს ბევრი სამსახურიდან,ბიზნესიდან წასვლა მოგიწევს. ფულის გულისთვის ადამიანები ყოველ დღე ერთმანეთს ხოცავენ და ეს უკვე სახელმწიფოების დონეზე ხდება. ანუ თანამედროვე ცხოვრება მოხუც (ძველებურად მოაზროვნე) ხალხს არ ინდობს და მათი ადგილი ამ ქვეყანაზე არ არის. ამიტომაც არის რომ შერიფი პენსიაზე მიდის და სამსახურს, რომელიც მისი ბაბუისგან და მამისგან მოსდევს თავს ანებებს, საინტერესოა ისიც რომ მისი საქმის გამგრძელებელი მისი შვილიც არ იქნება. მეორე სიზმარი კი საერთოდ ფილმის ფინალია ანუ მთელ ფილმს თავს უყრის. აზრი კი მე მგონი ასეთია, მარტო მსოფლიოს უკვე ვერ შეცვლი, წავიდა ის ძველი დრო როდესაც რომანტიული გმირები თავიანთი გმირობით მაგალითს იძლეოდნენ და ერთგვარი მორალური სტანდარტების ფორმირებას ახდენდნენ. სწორედ ამას ამბობს შერიფი რაც მოსახდენია მაინც მხდება და ჯობია გაერიდო, სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრება ასეა და კიდევ უფრო ეგოისტური მომავალი გველოდება. ბოლოს კი თითქოს მაინც რაღაც საწაულის იმედი აქვს, რომ მამის შუქი რაღაც უკეთეს სამყაროში (სამოთხეში) ჩაახედებს, მაგრამ აქ უცებ ეღვიძება და ფილმიც მთავრდება. შეიძლება ითქვას პესიმისტური ფინალია, მაგრამ ზღაპრეპის კიდევ თუ არ გვჯერა მაშინ სწორედ რომ რეალურია. აწი შერიფი უბრალოდ დაელოდება სიკვდილს, რომელიც აუცილებლად მაინც წინ დახვდება რაც არ უნდა ჰქნას და ყოველივე ამასთან შეხვედრა ყოველგვარი ღმერთის გამოცხადების (დახმარების) გარეშე მოუწევს. ბროლინის გმირს ფული რომ დაეტოვებინა თავის დროზე და სიხარბისგან შორს დამდგარიყო მაშინ ეშმაკი თამაშგარედ რჩებოდა, მაგრამ ეშმაკმა ამაზე იზრუნა და ჩვენი წინა თაობები უკვე იმ დონეზე ჩაითრია თამაშში, რომ აწი ის აწესებს ვინ, სად და როგორ იქნება. როდესაც გამოდის სახლიდან და მანქანით მიემართება უკანა ხედვის სარკეში ორ ბავშვს დაინახავს, რომლებიც იმითაც ბედნიერნი არიან, რომ ველოსიპედებით ერთობიან და ერთმანეთთან კარგ დროს ატარებენ, რაც ეშმაკს არ ესიამოვნება, ამასობაში თითქოსდა სპონტანური ავარია ხდება და ის მძიმედ შავდება, მაგრამ როგორც კი ბავშვების კორუმპირებას შეძლებს და ამის გემოს გაასინჯინებს ის დგება და მიდის, როცა კამათის ხმას გაიგონებს ნელ-ნელა კოჭლობასაც კი მიატოვებს. მოკლედ მანამდე თუ კეთილი იმარჯვებდა უკვე ბოროტი იმარჯვებს და ეს რეალობაა, ყოველ დღე ყველგან ასე ხდება. ბოროტმა ისწავლე კეთილის სისუტეების გამოყენება და მიხვდა იმას, რომ იყო კეთილი ძალიან ძნელია და უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს, აი იყო ბოროტი კი ადვილია, რადგანაც არაფერი არ გაკავებს, არ გადარდებს. კაცობრიობამ აირჩია გზა სიხარბისკენ, ბოროტებისკენ და უზნეობისკენ, ამას ჩვენ მაშინ უფორ ვიგრძნობთ როცა მოხუცები ვიქნებით და საკუთარ ადგილს ვერ მოვნახავთ ამ ქვეყანაზე. #goodplaces #opinion #art #photo
Gi Ga
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
მწარე მოგონებანი აფხაზეთზე
სახლში შემთხვევით გადავაწყდი ერთ ჩანაწერს, რომელიც გაკრული ხელით იყო დაწერილი. სათაურად – “მწარე მოგონებანი აფხაზეთზე”. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც 9 წლის უკან, პირველ კურსზე დამიწერა და მაჩუქა 6 გვერდად აკინძული. წარმოშობით აფხაზეთიდანაა და სწორედ ამიტომ აქვს დაწერილი ეს არარეალუირად მძაფრი განცდის სიუჟეტები სულში ჩამწვდომი სიტყვებთ. ვიფიქრე, რომ ნამდვილად იმსახურებს მისი მონაყოლი ერთ ლამაზ ადგილს ჩემს ბლოგზე, ამიტომ გთავაზობთ ჩანაწერს უცვლელად. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა. შავი ზღვა, მთები, ფლორა, ფაუნა, ტბები, მიწისქვეშა მღვიმეები, ზღვის ნოტიო და სუბტროპიკული ჰავა, თერმული წყლები წარუშლელ ზეგავლენას ახდენს მნახველზე. აფხაზეთის ტერიტორია მთელი საქართველოს ტერიტორიის 12.5%-ია და 8.7 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს. აქედან 74% მთა-გორებს უჭირავს. პირველი საუკუნის ბოლოსთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები ჩამოყალიბდა, რომელთა მთავრებს რომაელი იმპერატორები ამტკიცებდნენ. ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში მთელი დასავლეთ საქართველო ერთიანდება ეგრისის (ლაზთა) სამეფოს გარშემო, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო. პ. ინგოროყვა, მ. ლორთქიფანიძე, თ. მიბჩუანი და სხვა ისტორიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ “სახელწოდება აფხაზი თავდაპირველად დასავლეთში მცხოვრებ ქართულ ტომს აღნიშნავდა, შემდეგ კი იგი გახდა არაქართველი ხალხის სახელი, რომელიც თავის თავს “აფსუას” უწოდებდა. შუა საუკუნეებში აფხაზი ისეთი ქართველი იყო, როგორც დღეს კახელი, ქართლელი, იმერელი, მეგრელი და სვანი…” ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში აფხაზური ენა არ არსებობდა, რადგან აფხაზები ქართულ-მეგრულ ენაზე მეტყველებდნენ. ვორონცოვის მტკიცებით: “აფხაზები ენათესავებიან მონღოლებს, ალანებს, ბერძნებს, იტალიელებს, გერმანელებს, ირანელებს სომხებს, თურქებს.. ქართველების გარდა ყველას. IX-X საუკუნეებიდან აფხაზები სისხლით დაუნათესავდნენ რუსებს”. ვორონცოვმა აფხაზები კინაღამ ადამისა და ევას შვილებად გამოაცხადა. მეცნიერის ამგვარი მტკიცების მიზანი სულ სხვა იყო, ვორონცოვს უნდოდა აფხაზეთი რუსების საზაფხულო აგარაკად ქცეულიყო. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მის მიზანს განხორციელება არ ეწერა მან დასვა საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამან კარგად დაანახა აფხაზებს, თუ რა სახის დამცველი ჰყავდათ ვორონცოვის სახით. და იგი მისივე სახლის შესასვლელთან ვერაგულად მოკლეს. რუსეთის ცარიზმი მრავალი წლის წინ ცდილობდა აფხაზ-ქართველთა დაპირისპირებას, აღვივებდა შუღლს მათ შორის. ავიწროებდა ქართულ ენას, ქართულის ნაცვლად მღვდელმსახურება ტარდებოდა სრულიად გაუგებარ ძველ სლავურ ენაზე, ეკლესიები კი რუსულ საეკლესიო ინსტანციებს დაუკავშირეს. რუსების მცდელობა ქართული ენის შესასუსტებლად კარგად ჩანს რუსიფიკაციის ერთ-ერთი პოლიტიკოსის ჩანაწერში: “აფხაზური დამწერლობის შემოღება ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით უნდა იყოს საშუალება ქართული ენის გამოყენების შესასუსტებლად, რათა იგი თანდათან იქცეს სახელმწიფო ენად და შეცვალოს ქართული”. აგრეთვე თავადი გოლიცინი და ეგზარქოსი ალექსეი სინოდის ობერ-პროკურორს წერდნენ: “გვინდა სოხუმის ეპარქია არასასურველ ქართულ გავლენას ჩამოვაცილოთ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სოხუმის ეპარქიის ყუბანზე მიერთება, რადგან აქ არსებული ქართული მოძრაობა ამ უბნის გარუსებას ამუხრუჭებს”. მიუხედავად რუსების ამგვარი მზაკვრული მცდელობისა 1921 წლის დეკემბერში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, როგორც “მოსალაპარაკებელი რესპუბლიკა” სათანადო ხელშეკრულებით. საქართველო-აფხაზეთს შორის გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირი, გაერთნიანდნენ სამხედრო, საფინანსო, სამეურნეო, იუსტიციის და საზღვაო ტრანსპორტის კომისარიატები. 1990 წლისთვის აფხაზეთში არსებობდა 93 კოლმეურნეობა და 56 საბჭოთა მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო 57500 მაცხოვრებელი. აფხაზეთში ყოველგვარი პირობები იყო ნორმალური და ბედნიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგიერთი აფხაზი, განსაკუთრებით გააფხაზებული ქართველი, ხშირად უკუღმართობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც იძლებულნი გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი, გადავწყვიტე დამეწერა აფხაზეთზე. სიტყვა აფხაზეთი არის ჩემი სულიერი და ხორციელი ტკივილი და კვნესა. დარწმუნებული ვარ აფხაზეთიდან დევნილი ნებისმიეირ პიროვნება იგივეს განიცდის ამ სიტყვის გაგონებისას. მინდა მწუხარებით გავიხსენო რამდენიმე მაგალითი, იმ საშინელი ფაქტებიდან, რაც ტრიალებდა აფხაზეთში. შეიძლება ვინმემ თქვას, რად გვინდოდა იმ საშინელებათა გახსენება რაც დატრიალდა აფხაზეთში, უკეთესი არ იქნება რაც უფრო მალე ამოიშლება ის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი მეხსიარებიდანო; მაგრამ არა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის რაც აფხაზეთში მოხდა. მზაკვრული კლასიკური ხერხებით განხორციელებული ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იყო და არის რუსეთის იმპერია, ხოლო შემსრულებელი – აფსუა სეპარატისტები და მათი ჩრდილო-კავკასიელი ძმები, დაფიქსირებული და დაგმობილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია იმ ათასობით წამებით დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დახოცეს იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ. გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკურ წმენდას შეეწირა 1300-მდე მშვიდობიანი უდანაშაულო ადამიანი, რაც მთლიანად აფხაზეთში დაღუპულთა 25% შეადგენს (?). გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის წარმოადგენდა ქართული კულტურის განვითარებისა და თვითმყოფადობის დაცვის ცენტრს. აფხაზეთში ძმათამკვლელი კონფლიქტის დროს გალის რაიონმა ყველაზე ბოლოს იწვნია ომის მსახვრელი ხელი, მაგრამ ის რაც საკუთარი მოსახლეობის აყრის შემდეგ დაატყდა თავს ამ რაიონს, ამაზრზენი და ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელია. იმედი მაქვს მალე დადგება ის სანატრელი დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პარივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობასა და მისწრაფებებს. აფხაზეთი – ჩვენი ყველაზე დიდი და მძიმე სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული თავმოყვარეობა, დაკარგული ტერიტორიები უმძმეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა, იზეიმებს სამართალი და კაცთმოყვარეობა. ქართულ-აფხაზური ომი 1992 წელს კი არ დაწყებულა, არამედ იგი დიდი ხანი იყო, რაც მზადდებოდა. ამ ვადაგანუსაზღვრელი ომისთვის საფუძველის ჩაყრა მაშინ დაიწყო, როცა აფხაზებმა ქართული ტოპონიმების შეცვლა დაიწყეს აფსუური ტოპონიმებით. ეს ომი გააჩაღეს ერთეულმა – სწავლაში, ცხოვრებაში და მუშაობაში ხელმოცარულმა ადამიანებმა მესამე ძალის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით. აფხაზი ხალხი აქ არაფერ შუაშია, ზოგიერთმა ამბიციურმა პირმა ჩაითრია ისინი ომში და საუკუნოვანი პრობლემა შეუქმნეს საკუთარ ხალხს და ქართველებს. აფხაზეთის კონფლიქტის წამომწყებნი სათანადოდ არ დასჯილან. ამან ფრთები შეასხა მათ და უფრო ინტენსიურად დაიწყეს ომისთვის მზადება. წარმოებდა სამხედრო გადამზადება, ახალი ბატალიონების ჩამოყალიბება ჩრდილო კავკასიიდან მოსული, დაქირავებული ახალგაზრდების ხარჯზე. ბევრი ჩამოსული ახალგაზრდა ჩარიცხეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ფაქტიურად ისინი ბოევიკები იყვნენ და ომისთვის ემზადებოდნენ. ყიდულობდნენ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, საველე რადიოსადგურებს. მათ გათვლილი ჰქონდათ ისიც კი, თუ როგორ და რა ტრანსპორტით გაეტანათ ნაძარცვი ქონება. 1993 წელს აფხაზებმა წარმატებით ჩაატარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების [……….. რამდენიმე სიტყვა გარკვევით არ იკითხება, კ.ს.] ჩაიგდეს ათასზე მეტი ავტომატი, 1275 ტყვიამფრქვევი და საბრძოლო მასალები. საქართველოში კი ამ დროს სრული ანარქიაა. ნაწილი პრეზიდენტის მომხრეა, ნაწილი ოპოზიციაშია, ნაწილი სეპარატისტებთან თანამშრომლობს, ზოგიერთი კი იმით იყო დაკავებული, როგორმე ხალხი დუბაიში გაეწვია დასასვენებლად. ასეთი მდგომარეობა აფხაზებმა გამოიყენეს და ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა რუსული. 1994 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციით აფხაზეთი გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აფხაზთა მიზანი იყო ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდის ჩატარება. ეს მათ განახორციელეს კიდეც და ქართველების აბსოლუტური უმეტესობა გამოყარეს, გამოაძევეს აფხაზეთის მიწიდან, საკუთარი მამულებიდან. აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართველთა გამოდევნა განხორციელდა 5 ეტაპად: 1. 1991 წლის 17 მარტიდან 1992 წლის აგვისტომდე ქართველთა გამოდევნა გუდაუთის რაიონიდან. 2. 1992 წლის 14 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე ისევ გუდაუთის რაიონიდან. 3. 1992 წლის 2 ოქტომბრიდან 15 სექტემბრამდე ქართველა გამოდევნა გაგრის რაიონიდან. 4. 1993 წლის 16 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. 5. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება გალის რაიონიდან. ქართველების მიმართ აფხაზ ბოევიკთა ვერაგობის, უსაზღვრო სიძულვილისა და სისასტიკის არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი არსებობს. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ თ. ნადარეიშვილის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ასობით კარგად მომზადებული და შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისთანავე იწყებდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტას. ცოცხალ ადამიანებს თავებს ჰკვეთდნენ, სხეულებს უსახიჩრებდნენ, ქალებს ქმრებისა და მშობლების თვალწინ აუპატიურებდნენ. ამაზე მეტი სისასტიკე რაღა გვინდა. 1995 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში ბოევიკები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს და მშობლების თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, მისი რძალი და სტუმარი იქვე მიახვრიტეს. აქვე მინდა გავიხენო ჩემი ბიძის ოჯახის გამოსახლებაზე და მისი ძმის მკვლელობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემოთ აღნიშნულ ოჩამჩირის რაიონში. საბედნიეროდ მამიდაჩემმა, ბიძაჩემმა და მამიდაშვილებმა მოახერხეს გამოქცეოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, მათ სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს. ყველაფერი აფხაზებმა წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს დაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქვე ახლომდებარე სახლში ცხოვრობდა ბიძაჩემის ძმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა როცა ეზოში აფხაზები შესულან, მათ დაიჭირეს ბიძაჩემის ძმა, აწამეს, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და როგორც შემდეგ გაირკვა დახვრიტეს. სოფელ ფშაფში სომხების ბანდამ დახოცა ექიმები ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, გვარად პაპავა ხეზე დაკიდეს, მუცელი გაუჭრეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. გაგრელ კაცს გვარად მელაძეს, გადაუჭრეს ვენები, მისი სისხლით ჭიქები აავსეს და ქართული სისხლით შესვეს “დამოუკიდებელი აფხაზეთის” სადღეგრძელო. რა დონის სასტიკი უნდა იყო, რომ საკუთარი ხელით ჩაიდინო ასეთი სისასტიკე. ჩემი აზრით, ადამიანმა, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, არ არის ღირსი იწოდებოდეს ადამიანად. 1995 წლის 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი. ახალსოფელში დახვრიტეს 17 კაცი. 70 წლის ი. გრძელიძეს საჯაროდ ამოგლიჯეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ე. მაისურაძე. აფხაზების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ბოლო აღარ უჩანდა. მოვიყვან მოკლე ამონაწერს აფხაზების ტყვეობაში მყოფი ახალდაბელი პედაგოგის მოგონებებიდან, რომელიც ყველა ქართულ გაზეთში დაიბეჭდა: “…. ყველანი წაგვასხეს სკოლის ეზოში, იქ კიდევ ქალები და ბავშვები შემოგვიერთეს, ეზოებში და სოფლის გზაზე ეყარა დახოცილი ხალხი, აგვართვეს ორი გოგო, მერვე და მეცხრე კლასელები იყვნენ. დედებმა მორთეს ღრიალი არ წაიყვანოთო. ოქროსა და ფულს მოგცემთო, მაგრამ ამაოდ. ოქროც წაართვეს, ფულიც და გოგონებიც წაიყვანეს. ჩასვეს პატარა მანქანაში და მერე მე ისინი თვალით აღარ მინახავს. მალე მათი ლიდერი ედიკ ჟვანია მოვიდა და აძიუბჟის შტაბში წაგვიყვანეს. შტაბის ზედა სართულზე ახალგაზრდები შეიყვანეს. ქვედა სართულზე კი – ხანდაზმულები. ზედა სართულიდან გაჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები, ჩემი ნათესავი ორი გოგონაც ასევე წაიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, ხმის ამოღების უფლება არ გვქონდა და მუნჯურად დავტიროდით საკუთარ თავსა და უბედურებას. ერთმა გოგონამ შემომჩივლა – თამარა ბებია, მეტი აღარ შემიძლია რა ვქნაო. როდესაც გამომიშვეს ასე მითხრეს: შენ თუ არ შეგიძლია მაშინ ვინმე შენი ტოლი გამოიყვანეო. რა ვქნა როგორ მოვიქცეო? არ ვიცოდი რა მეპასუხა ასეთი პატარა გოგოსთვის, ჩემივე მომავლისთვის. ჯერი უკვე ჩემს შვილიშვილზე იყო. მე, გონებაწართმეულმა პედაგოგმა შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და ასე ვუპასუხე: “ბებია ნუ გეშინია არ მოგკლავს, მოგეფერება, ერთხელ კიდევ გაყევი მეთქი” – ბავშვი მაშინვე გაყვა. ამით მე, საცოდავმა ჩემი შვილიშვილი გადავარჩინე, მაგრამ რის საფასურად? ღირს აწი ჩემი ქალობა, ჩემი პედაგოგობა და ჩემი სიცოცხლე?” კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი, აფხაზებმა ტამიშში ტყვედ აიყვანეს გ. ბენიძე და ფ. არჯევანიძე. ბენიძეს ჯერ ყურები ჩამოათალეს, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, ბასრი დანით მუცელს უფატრავდნენ და შემდეგ იმავე დანით ყელი გამოჭრეს. არჯევანიძეს სხვანაირი სასჯელი მოუფიქრეს – კისერში ეკლიანი მავთული ჩააბეს, ცხენს გამოაბეს და მანამ ათრიეს სანამ სული არ დალია. ყურები და ცხვირი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოაჭრეს. 1993 წლის 27 ივნისს სოჭში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოხდა ქართული ჯარის განიარაღება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, გაყვანილ იქნა მძმე ტექნიკა. ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. აფხაზეთის გახიზნული მოსახლეობა დაუბრუნდა საკუთარ კერებსა და მშვიდობიან ცხოვრებას. 16 სექტემბერს კი ეს შეთანხმება ვერაგულად დაირღვა და 10 დღის უთანასწორო სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ სოხუმიც დაეცა. ხიზნობიდან სოხუმში დაბრუნებული ხალხი თითქოს ხელოვნურად და წინასწარ დაგეგმილად გამოუვალ მდგრომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრმა წვალებით გამოაღწია სამშვიდობოს. აფხაზეთის დაკარგვით ლტოლვილად იქცა 280 ათასი ქართველი, 30 ათასი რუსი, 25 ათასი აფხაზი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების მწარე მოგონებების, ტანჯვა-წამების და ენით აუწერელი სისასტიკის მიუხედავად, მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში და ის ნაღველი და სევდა, რაც სიტყვა აფხაზეთის გაგონებისას გვეუფლება შეგვეცვლება სიხარულით და ბედნიერებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ მაინც მირჩევია ჩემს მამულში, აფხაზეთში ვიცხოვრო. აქვე მინდა მოვიყვანო ერისთავის ცნობილი ლექსის ერთი სტროფი, ჩემი სურვილის გასამართლებლად: სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა ორივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა როგორც უფალი, სამშობლოც – ერთია ქვეყანაზედა.. არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.#აფხაზეთი #სოხუმი #მოგონებები #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily