შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა - WHO

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირებისკენ მოუწოდებს. WHO-ს დირექტორი ასევე ზოგიერთ ქვეყანას კორონავირუსის შესაჩერებლად არასაკმარისი ზომების გამო აკრიტიკებს. "ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსის შეჩერების მთავარი ზომების - ტესტირების, იზოლაციისა და კონტაქტების გამოვლენის სწრაფ ესკალაცია. - განაცხდა ტედროს ადანომმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებს ეხება კრიტიკა, თუმცა, მისი თქმით, მთავარი მითითება ყველა სახელმწიფოსთვის ერთია - ყველა სავარაუდო შემთხვევის დაუყოვნებლივი ტესიტირება. 17 მარტის მონაცემებით მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 182 000-ს აჭარბებს. აგრეთვე გაზრდილია ვირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც - worldometer-ის სტატისიტიკით კორონავირუსისგან 79 883 ადანიანი განიკურნა.
#politics
#news
#coronavirus
#კორონავირუსი
0