დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება

0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისი შესაძლოა, ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, 15 დღის განმავლობაში თავი შეიკავონ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისგან და რესტორნებში სტუმრობისგან. დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანა უპირისპირდება „უხილავ მტერს“, რომელიც ძალიან გადამდებია. აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფის ახალი გზამკვლევის თანახმად, ხანდაზმული ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარდებათ. აშშ-ში „კოვიდ-19″-ით 71 ადამიანი დაიღუპა, 4 100 კი, ინფიცირებულია.
0