იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2158-მდე გაიზარდა

0
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს, ახალ კორონავირუსს 349 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი ტიპის კორონავირუსით დღემდე იტალიაში 2 158 ადამიანი არის დაღუპული. ამ დროისთვის, იტალიაში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების 27 980 შემთხვევაა გამოვლენილი. „როიტერის“ ცნობით, იტალიაში ვირუსით დაინფიცირების 13-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც პროცენტულად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 21 თებერვლის შემდეგ. ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ 19“-ისგან უკვე 2 749 ადამიანი განიკურნა. იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ინტენსიური მკურნალობის კურსს ამ დროისთვის 1 851 ადამიანი გადის. იტალია ევროპის მასშტაბით ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა.
0