მოხუცებზე ყაჩაღობა გურიაში - შსს-მ ერთი პირი დააკავა

0
ხანდაზმულ ცოლ-ქმარზე ძალადობისა და ჯგუფური ყაჩაღობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1987 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაულში მონაწილე სხვა თანამზრახველებს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 1 მარტს მოხდა. გამოძიების მიხედვით, სამი პირი მოხუც ცოლ-ქამრს თავიანთ სახლში თავს დაესხა. დაზარალებულებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და 2000 ლარი გაიტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ. ცოლ-ქმარს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღიათ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#politics
#news
0