საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია. „ამ დროისთვის საავადმყოფოში 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 15 პაციენტიდან 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა”, - განაცხადა ეზუგბაიამ. ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 34 ადამიანი.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#georgia
0