ლომთა ხვედრი

0
დიდი წილი პიროვნული განვითარების გზაზე - აღმზრდელის ჩვენდამი დამოკიდებულებით განისაზღვრება.თუმცა ჩვენს კულტურაში, სადაც გაიდეალიზირება-გაფეტიშება ჩვეულია, ამის აღიარება უხალისოდ ხდება. მშობელი ხომ თავისთავად მართალია! მხოლოდ იმიტომ რომ შვილი გაუჩნდა, რაღაც ზებუნებრივი ძალების ზემოქმედებით, ინსტინქტზე აპელირებით, ავტომატურად - შემდგარ, გამართულ ინსტიტუციად მოიხსენიება. ეს რაღაც მოწიწება-შიში შეიქმს სიყვარულსა სივრცე უფროა, რომელსაც არაჯანსაღი ელფერი მეტად დაკრავს, უფრო ფსევდო-პატივისცემაა...ნუ შვილი ხან გამოადგება და ხან არა, ხან ასე იქცევა და ხან ისე... თითქოს სირცხვილიცაა უფროსს „შეეწინააღმდეგო“ და საკუთარი გზა აირჩიო ცხოვრებაში; ნებისმიერი ასეთი მცდელობა “აღვირახსნილი თავისუფლების” სახელით ინათლება და შავი PR-ც თან სდევს. „ჩვენ დროს სულ სხვანაირად იყო“-ამოხვნეშის უკან სწორედ ეს პასიურ-აგრესიული დამოკიდებულება დგას. საინტერესო დეტალი, რომელიც მატერიალურ მხარეს ეხება: თავისუფალი არჩევანი არაა წახალისებული თანადგომით. მხოლოდ მორჩილება ფინანსდება! არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მშობლები- თავად “შვილიკოები“ არიან და თავის დროზე მათაც მორჩილად მიიღეს მშობლის რჩევა-დარიგებები. ეს გაუთავებელი, ჩაკეტილი წრეა- უჩინარი-ფსევდო-მშობლის ძიება, რომელიც „გვიკვალავს“ გზას. საკითხს მეორე მხარეც აქვს -მშობლების ამ პათოსს თითქოს თავისივე ნებით მიყვება შვილების თაობის უდიდესი ნაწილი; ახალგაზრდები „იფერებენ“ ასეთ მოპყრობას, არ თვლიან საჭიროდ პასუხის გაცემას; გულის სიღრმეში ჯერათ კიდეც, რომ სწორედ ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებენ. ამ პასიურ მიმღებლობას უფრო პასუხისმგებლობის არიდების ელფერი დაკრავს, უფრო გაქცევას გავს რეალობისგან! შემდეგ კი გვიკვირს რა დაემართა ადამიანს? რამდენი ნარკოდამოკიდებულია, რამდენი ლოთი, რამდენი გამბლერი?!-არადა თითქოს ყველაფერი მივეცით ბედნიერებისთვის და წინსვლისთვის აუცილებელი... ყველაფერი, მთავარის-თავისუფლების და თანადგომის გარდა! ამ თემებზე აქცენტს ყოველთვის აკეთებდნენ დასავლელი ფსიქოლოგები და მათ კულტურაში სწორედ წინა პლანზეა აღზრდაში მშობლის როლი და ფუნქცია, რაც ჩვენთვის მიუღებელია-დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო: „შეჭამეს ტვინი ამ ამერიკელებმა ბავშვობის დროინდელი გავლენებით!“ ქართველი გოგო-ბიჭები არ შეიძლება ამ გავლენებს ვექვემდებარებოდეთ... ჩვენ სულ სხვა ჰაერს ვსუნთქავთ! ჩვენ ქართლის დედა გვყავს! ჩვენ ჩვენი დედებიც გვყავს, რომლებსაც სადღეგრძელოებში და გინებისას თანაბარი სიმხურვალით ვიხსენიებთ... მე ვფიქრობ გამოსავალი გულწრფელობაშია. გულწრფელობა კი ნიშნავს - დავინახო და გავაცნობიერო... მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი - გაბედოს! ეს გამბედაობა გადამდებია და მოვა დრო, როცა თავისუფლება მხოლოდ ჰიმნის დროს არ გაგვახსენდება , არამედ ჩვენი ცხოვრების წესად იქცევა!
0